მოვხსენი ,,ბორჯომის'' ..
მოვხსენი ,,ბორჯომის'' ბოთლი... დავიამე წყურვილი და ტკივილი... მოვედი გონზე!.. ,,ბორჯომს'' სხვაც დალევს! ევროპელიც და აზიელიც, მისი სიდიადე, ცოტა შორსაც წავა... მას ამერიკაშიც დალევენ, მას ავსტრალიაშიც დალევენ!... და კიდევ შორს - მას მალე მარსსზეც დალევენ!.. ,,მზე ჩრდილოეთიდან'' არ ამოდის ბატონო ედუარდ! ეს თქვენც კარგად იცოდით და თვალებში სინათლეც გქონდათ, უბრალოდ ძალით იბრმავევდით! .. მოგეხსნათ ერთი ბოთლი ,,ბორჯომისა'' იქნებ თვალებში ნამდვილ სინათლეს დაევანა თვისი ადგილი!.. უჰ, გავგრილდი, გამოვჯანმრთელდი, ბორჯომს მარსზეც დალევენ, ჩემო!... დიახ, გახსოვდეს მარად - რუსეთი ოკუპანტია! მაგრამ არ დაგავიწყდეს საინგილო და ლაზეთი, მაგრამ არ დაგავიწყდეს ძვირფასი გარეჯი, მაგრამ არ დაგავიწყდეს -რუსეთი ოკუპანტია!... მას მალე მარსზეც დალევენ... მე არ მავიწყდება ოცი პროცენტი, ან რა დამავიწყებს მას! ნურც შენ დაგავიწყდება, ჩემო!.. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი