ბზის ბუჩქიდან გამოჭყლეტილმა მზის ..


ბზის ბუჩქიდან გამოჭყლეტილმა მზის სხივმა
თვალები ამომიქარგა ყვითლად...
მე ამ უზრო ხეტიალში დავიღალე და შევჩერდი ერთგანს...
მე პილიგრიმი და
     მე მისიონერი და 
              მე დერვიში არა ვარ ღმერთო,
ადამიანი ვარ, უბრალო მოკვდავი. 
ამიტომაც ჩემიძლია შესვნება...
ისინი შენ გეძებენ,
მე კი გიპოვე,
ისინი სხვაგან გეძებენ,
მე კი გიპოვე, შენ ჩემში ხარ ღმერთო და არა უდაბნოში, 
და არა ღრუბლებზე ზიხარ და ითვლი ცხვრებს,
შენ ჩემში ხარ...
ისინი გეძებენ სხვაგან და 
აჰა ბზის ბუჩქიდან გამოჭყლეტილად გამოტარებულმა
ყითელმა სხივმა თვალები ამომიქარგა ტკბილად...

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი