სოლიდარობას გიცხადებ პატიმარო'' ..


,,სოლიდარობას გიცხადებ პატიმარო'' - 
ოჰ, ღმერთო ჩემო, საბილბორდე სიტყვათა მასკარადია.
მთვარემ ფაზა შეიცლა და შაკიკმა გამოყო ფეხი ჩემს თავში.
სოლიდარობას პატიმარს კი არა ჩემს თავსაც ვერ ვუცხადებ, 
ამ ტკივილების გადამკიდე.
აქეთ შაკიკი, იქით ქვეყანა, ამდენი ტკივილის ატანა რთულია ძმაო!..
გზად მიმავალმა შემტხვევით ავხედე ავხედე ბილბორდს,
სადაც წერია - ,,მოწიე უკეთესი''! ცოტა ქვემოთ კი ,,მოწევა კლავს''!
მოწევაზე მეტად მგონია შური კლავს,
მოწევაზე მეტად მგონია ბოღმა კლავს,
მოწევაზე მეტად მგონია მე გკლავ,
                                         შენ მკლავ,
                                          ის კლავს!..
მეორე ბილბორდზე კი წამლის სახელი აწერია,
ქვემოთ ასე მიუწერიათ -
,,შაკიკი აშაკიკებულა და საშაკიკეში ჩაშაკიკებულა''...
,,საშაკიკე'' ვყოფილვარ თურმე, რადგან ,,შაკიკი'' ჩემში ,, ჩაშაკიკებულა''...
არა და არა!..
ეს უბრალო ტკივლი არაა და არც შაკის საშაკიეკეში ჩაშაკიკება!
და აი, მესამე ბილბორდზე, სადაც აქამდე ,სოლიდარობას ვუცხადებ პატიმრებს''
ეწერა, ახლა წერა - ,,ხმა მიეხი საქართველოს'',
ქვემოთ კი ჩამოხეული წიუნა ბილბორდის დარჩენილი ნაწილის ნასიტყვარი-
,,სოლიდარობას ვუცხად''
ვის?
მე?
მადლობა!

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი