ბიჭი იდგა, იდგა და იდგა...


ვის უნდა ვუმღერო აივნის ქვეშ მე სერენადები?..
არავის!.. ვერვის!...
მესმის! -
არც ხმა მაქვს და არც სმენა და არც მიჯნური მყავს...
ან, რომც მყავდეს გამექცევა, დამტოვებს მარტო
ასეთი სიმღერის მოსმენის შემდეგ.
არა, სიმღერის არა - ნამმრის შემდეგ...
მე მივდიოდი ქალაქში მარტო, ვფიქრობდი და ვიგონებდი რაღაცას...
აივნის ქვეშ მომხერლები ვნახე,
ოჰ, ღმერთო ჩემო, რა კარგად მღეროდნენ!..
ერთ ყმაწვილს აჭიკჭიკებული ადამიანის სისხლისფერი ვარდები ეკავა.
დასრულდა სიმღერა, ჯიბიდან ფული ამოიღო,
მომღერლებს მისცა, თავად კი ელოდება სარკმლის გაღებას...
ელოდა, ელოდა, ელოდა და შემოათენდა.
,,მზემ ფანკარას სხივი სტყორცნა'',
ფარდა გადიწია და გარეთ გამოვიდა ატოროლებულხალათიანი გოგო...
ბიჭის დანახვაზე ჩაიცინა და შევიდა შიგნით...
ბიჭი კი იდგა, იდგა და იდგა,
გოგო კი შიგნით ლოგინს ალაგებდა...

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი