გედისმაგვარი ლამაზი გოგო...
უკან მომყვება მე ჩემი ლანდი ჩუმი და უტყვი, უტყვი და ჩუმი... შავი, შავი ლანდი მომყვება უკან, ძალიან გრძელი, ჩემზე სამჯერ დიდი და გრძელი... შევშინდი... შევშინდი უცებ და მომენატრა დედასთან ყოფნა, ჩემს დამცველთან, მფარველთან ყოფნა მომენატრა... შემეშინდა არა ამ ლანდის, არამედ ამ ლანდში დანახული უდედობის, უდედობა ნიშნავს უყველაფრობას!.. განვაგრძე გზა და შემომაღამდა... ფიქრში ჩარგული ზღვის პლაჟზე აღმოვჩნდი. პალმის ქვეშ ჩამოვჯექი და გავცქეროდი ზღვას... შევცქეროდი ამ დიდ, თვალუწვდენელ, ადამიანი გრძნობასავით დიდ ღვაში მარტო მონარნარე გოგოს... ლამაზი გოგო ღიღინებდა და ნარნარებდა და დაცურავდა ლამაზად... ზღვებს ოხშივარი ასდიოდათ უშნოდ... ეს გოგოც გედს მოაგავდა... გათენდა... შევიტყვე ამბავი ზღვაში მოცურავე გოგოს ავტოავარიაში გარდაცალებისა. დავღონდი... ოი, უფალო, როდემდე, როდემდე გაგრძელდება ასე!.. როდემდე შეიწირავს ტიალი ავარიები ლამაზ სულებს... ოი, როდემდის?!. ]მისი ღიღინი, მისი ნარნარი, მისი ღაღადი საბედისწერო აღმოჩნდა... გაზეთებში ეხატა თეღპერანგიანი ლამაზი გოგო, ფილტვისა და გულის არეში სისხლით... ოი, როდემდის... აი, თურმე რატომ ასდიოდა ზღვებს ოხშივარი, აი თურმე რატომ მღეროდა გედისმაგვარი ლამაი გოგო... 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი