გაექეცი გაგცევას


ადამიანი ლაღად დადის, თვისი ჰგონია ეს სამყარო...
მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის მეშინია ყველაზე მეტად...
მოწმენდილ ცაზე აქა-იქ ირევა თეთრი ღრუბლები,
რომლებიც ბავშვებს, ამ უცოდველ არსებებს ბამბის ნაყინს აგონებს...
და შავმა ფერმა აჯობა თეთრს...
თეთრი ღრუბლები გარდაიქცნენ შავ ღრუბლებად,
გავარდა მეხიც...
მეშინია...
ვითომ გავიქეცი... ვითომ გავექეცი სინამდვილეს...
ცხოვრებას ვერ გაექცევი, რადგან ცხოვრება ხარ თავად შენ...
შენს თავს ვერ გაექცევი...
ვერც თვითმკვლელობით უშველი თავს...
ან ვინ მოგატყუა, ჩემო ძვირფასო, თვითმკვლელობა მაშველი არისო?..
თავის მოკვლა უგუნურთა და უვიცთა და მშიშარათა და მისთა ხვედრია.
ცხოვრებას ვერ გაექცევი...
თვითონ გაქცევასაც ვერ გაექცევი...
მე ვითომ გავექეცი ცხოვრებას,
თავი ჩავრგე წიგნებში და უკვე ფოთლებიც კი არ მცვივა შემოდგომისას...
მე მიყვარს ცხოვრება, გიყვარდეს შენც...
და გაექეცი მხოლოდ გაქცევას!..

2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი