ქვიშის საათი
ვუზივარ მაგიდას, რომელზედაც ქვიშის საათი დევს... სათითაოდ, მისხალ-მისხალ, მარცვალ-მარცვალ ვითვლი ქვიშას. ის დროა. დროს დათვლა და სწორი მოხმარება სჭირდება. მაგრამ, როგორც ჩანს მე დროს სწორად ვე ვხმარობ... დროს მხოლოდ დათვლა რას იშველის... ის უნდა გამოიყენო... გამოიყენოთ უნდა ის სწორად... წებოს ხომ არ დალევ?.. -არა!.. ის ძირგამოვარდნილ ფეხსაცემლს წებავს. მე რაში ვიყენებ დროს?.. ქვიშის მარცვლების, ანუ დროის თვლაში... ანუ დროს ვკლავ... დრო კი არ უნდა მოკლა, ის უნდა აცოცხლო... ყოველდღე, ყოველ დილას დრო თავიდან იბადება... ჩვილივით უნდა მოეფერო, შეეხიდო მას... გთხოვთ, მე ნუ მომბაძავთ დროის არჯვაში, არ რა მოსაბაძი მე ვარ!.. თქვენ დრო სწორად გამოიყენეთ... მე კი ისევ დავითვლი მას მისხალ-მისხალ, მარცვალ-მარცვალ... თქვენ ნუ შეწუხდებით მის დათვლაზე... მე შეფახსენებთ, მე შეგახსენებთ, რამდენი მარცვალი ჩამომზსისხივდა ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში... დრო მდგმური არაა, მას ხისტად ნუ მოექცევი, თორემ გადაგივლის, დრო გაქარიშხალდება და წაგლეკავს... დრო მეფეა, შენ ვინ ხარ? - დროის მსახური, ეომწლიც ხშირად უჯანყდები ხოლმე მას!.. ვუზივარ მაგიდას, რომელზედაც ქვიშის საათი დევს და ვუცქერ მას!.. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი