სიყვითლე შეპარულ რვეულებს...


სიყვითლე შეპარულ რვეულებს...
და გადაჯღაბნილ ფურცლებს...
ლექსებს...
რომლებსაც ეძახით რჩეულებს...
გიტოვებთ ყველაფერს...
ველურებს...
ჯიბეგახვრეტილ შარვალს...
ჩემს ჩამობღენძილ მანტოს...
ყველაფერს გიტოვებთ ...
წავალ...
რაში მჭირდება მარტოს...
მკლავებგაწელილ პერანგს...
ძირგამოხეულ კეტებს...
ყველაფერს ვტოვებ...
მორჩა...
ტყვიას ვინ გაიმეტებს...
თვალებს გიტოვებთ უტყუარს...
სულშიც თუ ჩახვალთ...ჩადით...
კალამს გიტოვებთ ბრელოკად...
კალამს...
რომლითაც მკლავდით...
სივრცეს გიტოვებთ ჩემეულს...
და შავი ღვინის ჭიქას...
ყველაფერს ვიმეტებ თქვენთვის...
თუ სადმე რამე მითქვამს...
ოთახს გიტოვებთ მყუდროს...
სადაც დღისითაც ბნელა...
მე გავუყვები ჩემს გზას...
აუჩქარებლად...ნელა...
რასაც ვერასდროს დავთმობ...
გულში ვინახავ გულად...
მეტს აღარაფერს ვამბობ...
გტოვებთ და წავალ ჩუმად...

           
                                        თემურ ცაავა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი