ნიღბებით თამაში...
მე ვრჩები პარტერში... თქვენ ადით სცენაზე... თქვენ უკეთ გამოგდით ნიღბებით თამაში... ნიღაბიც არა მაქვს... რომ შემოგიერთდეთ... უნდა ამჩნევდეთ სხვაობას ამაში... შამოტის ნერვები მარგუნა უფალმა... ჟიურის ადგილი მოვირგე ჩვეულად... ქაოსი...სიყალბე...პირფერი დროება... და ბევრი ცოდვები... გრაგნილისებურად... ვერავინ იფიქრებს თქვენზე რომ ყალბია... თან საწყის ფაზებში როლს ისე ერგებით... თანდათან რომ ცვდება სიცრუის მანტია... ნდობას ვერ ახარებთ პატარა ნერგებით... ჰაბიტუსებად რომ ჩამოყალიბდით... რამდენჯერ ადექით როცა წაიქეცით... უთხარით უბრალოდ ერთმანეთს სიმართლე... და გაიქეცით... თემურ ცაავა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი