შენზე ვუყვებოდი მთვარეს...
შენზე ვუყვებოდი მთვარეს... მათოვდა სიმარტოვე... ვარსკვლავები მიმალავდნენ ღამეს... არ მითქვია რომ შენ მიმატოვე... დროსაც ვაჩერებდით ერთად... ფოთოლცვენაც მოგვიპარავს ქარში... მხოლოდ შენ მიმაჩნდი ღმერთად... შენს ორეულს ვეძებ ყველა ქალში... გაზაფხულის წვიმასავით ავსებ... გაავდრებულ გულში კრთოლვის ბზარებს... მე იმდენად ძლიერი ვარ გავძლებ... არ ჩამოვკრავ სიმარტოვის ზარებს ... ჩვენი შეხვედრების ადგილს ათოვს... მელოდიაც აღარ უკრავს ჩვენი... მხოლოდ მოგონებებიღა მათბობს... სურნელიც კი მენატრება შენი... თემურ ცაავა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი