ისევ აწვიმთ მარტოობა...


ისევ აწვიმთ მარტოობა...
მეოცნებე...
ფერმკრთალ ფიქრებს...
მღელვარების ევერესტზე
კვლავ იპყრობენ გარნიზონებს...
ფიქრი...
ფიქრი გამაგიჟებს...
მელოდიას ვეღარ ვყვები...
დალევა კი დამიმონებს...
ვფხიზლხები...
და ისევ ვთვრები...
ისევ ვეტრფი ღიმილებს და...
ემოციის ტომეულებს...
გაზაფხულზე ალისფერად
აფეთქებულ ბროწეულებს...
გულში ვიკლავ დარდიანად 
გაელვებულ ფიქრთა კრებულს...
ყოველ ღამე ველოდები...
სიზმრად ჩვეულ შეყვარებულს...
მერე ასე...
ყოველ ღამე...
მეორდება სიუჟეტი...
ვეღარ ვთოკავ და მაგიჟებს...
მეამბოხე სილუეტი...
ემოციებს ვაბობოქრებ...
ეხამება ვნების მორევს...
გულს თუ აღარ ეღიმება...
კადრებს თვითონ მოიშორებს...

                                 თემურ ცაავა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი