როცა ღამე მიღალატებს...


როცა ღამე მიღალატებს, 
             რომანტიკოს მთვარესთან...
ამორძალი ფიქრები
             კვლავ დათრობას ელიან...
მე იმდენს არ დავლევ რომ
              ვიკამიათო მთვრალებთან...
ფხიზელს ცრემილი ახრჩობდათ,
              მთვრალები კი მღერან...
თითო-თითოდ ამოვჭრი, 
               ეპიზოდებს კადრიდან...
სულ მთლად გავაშავთეთრებ,
                წარსულს რომ დავამგვანო...
მეასედებს ამოვთვლი 
                თითოეულ წამიდან...
არ დავუშვებ პილატეს
                ხელი რომ გადავბანო...
გზააბნეულ ქარავანს
                კვლავ სწორ გზაზე გავუშვებ...
დაკუჭული ფურცლებით
                 ავაშენებ კიდობანს...
შტორმი თავს რომ დამატყდეს,
                 აფრებს მე  არ დავუშვებ...
რასაც გინიდათ მიაწერეთ,
                 შიშს თუნდაც...ან გმირობას...
დროებაში ჩავძირავ,
                  ღუზის ნაცვლად ტკივილებს...
მე ყველაფერს ავიტან,
                  შენ ნუ შეგეცოდები...
კოლექციონერი ვარ,
                  ვაგროვებ შენს ღიმილებს...
მე ხომ ყოვლის შემძლე ვარ,
                  სანამ შენ მოეყოლები...

              

                              თემურ ცაავა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი