რამდენი ვეჩალიჩე მზეს...
რამდენი ვეჩალიჩე მზეს... მინდოდა გამეწია გვერდზე... მინათებდა მხოლოდ იმ გზებს... ჩრდილი რომ მადგებოდა მხრებზე... ქუჩაში მოხვეტილი მტვერივით... ურნაში ვიხრჩობოდი სიზმრად... ბოლომდე დაუწვავი ფერფლივით... გონებაზე მეხვეოდი ნისლად... ბუდენბროკთა ნასახლარზე თოვდა... მელოდიაც არ უკრავდა გრძნობით... მერი ასე ურცხვად თუ გათხოვდა... გალაკტიონს ვემგვანები თრობით... ბორეალისს თუ ვეტრფოდი ადრე... ეხლა ჭიქა შავი ღვინოც მშველის... შენი ხელი თუნდაც წამით მანდე... ვიმკითხაოთ...ნეტავი რა გველის... ფანჯრებიდან გაპარული სევდა... არ მინდა რომ აივნიდან მთხოვდეს... მინდა სადმე ჩემთან იყო შენ და... ჩვენს ეზოში ფანჯრებიდან თოვდეს... თემურ ცაავა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი