წარმოიდგინე...


წარმოიდგინე...
                           მე თითქოს მოვკვდი...
წარმოიდგინე...
                           აღარ ვარსებობ...
გაყინულ ცხედარს დასჩერებიხარ...
და ეგ თვალები ცრემლით აგევსო...
ჩემგან შორს დგახარ...
                                        არც მეფერები...
გარდავიცვალე...
                           რაღად გინდივარ...
მიწა ვიყავ და მიწად ვიქცევი...
და მე უშენოდ ჩემ გზას მივდივარ...
თვალდახუჭული ვდევარ ლოდივით...
გაყინული ვარ...
                           სხეული მილპება...
მარტოდ მიგდებულს შენი ამბორი...
ნეტავ იცოდე როგორ მჭირდება...
მაგრამ ვერ ვდგები...
                                 ალბათ გაშინებ...
სახემოშლილი...
                         ცხედრად შემრაცხეს...
შენ კი გახსოვდეს სამარადისოდ...
ვერ ვამჯობინებ შენს თავს ვერაფერს...
მე მალე წავალ...
                             დამიტირებენ...
შენ კი დარჩები ამ ქვეყანაზე...
მუდამ გახსოვდეს რომ მე მიყვარდი...
და გაღმერთდებდი მე შენ ყველაზე...
როცა ვიწვები მიწისქვეშეთში...
გულზე მედება მე ცივი ლოდი...
მუდამ გახსოვდეს რომ შენზე ვფიქრობ..
და შემიცოდე...
                     მე უკვე მოვკვდი...
საფლავის ქვას თუ მოეფერები...
მაგ თბილ ხელებზე სიცივეს იგრძნობ...
ეგ სიცივე ვარ...
                          გულიდან თბილი...
და მიწაშიდაც სულ შენზე ვფიქრობ...

                               თემურ ცაავა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი