სიგიჟის პიკი მაქვს...


სიგიჟის პიკი მაქვს...
                                     ნერვები მყვებიან...
არ მინდა არავის სიყალბით ნუგეში...
ადრესატები...
                                      ისედაც ხვდებიან...
ვთარეშობ უგულოდ გულიან
                                                        გულებში...
უგონოდ დავთვრები...
                                მინდა რომ დავლიო...
ვანთხიო რაც გულში ჩავკალი
                                                   უთქმელად...
მინდა რომ ეს წლები შენ შემოგალიო...
იგივე წერილს გწერ
                                შინაარსუცვლელად...
რამდენი ვეცადე მარტომ და ეულად...
ჩარჩოში ჩამესვა ეს წყეული დროება...
იგივე ტემპით და ამჯერად
                                                  გრძნეულად...
მაშინებს იგივე...
                                           ეს გარემოება...
ფიქრები რომლებსაც შენამდე
                                                     მოვყავდი...
ჯიუტად მინგრევდნენ ქვესკნელის 
                                                     ნაპირებს...
ნერვები აგშლოდა და ისევ
                                                 მოთქვამდი...
პაემანს გინიშნავ...
                                  თან წვიმას აპირებს...

                                   თემურ ცაავა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი