ვინ რა იცის რას ვფიქრობ?..


ვინ რა იცის რას ვფიქრობ?...
რას მოველი?!
რა მინდა?!
მინდა სადმე ტყის პირას...
კოხტა სახლი...
ბუხარი...
გვირილების ეზო და...
ჩრდილში მყუდრო ჰამაკი...
არცერთი დღე უშენოდ...
და ბევრი ლაპარაკი...
მინდა ღრუბლის ნაფლეთზე
უფრო მალე დნებოდე , 
როდესაც მე გაკოცებ
და თან რომ მეხვეოდე...
მინდა რომ შენს ვნებებში
ვბობოქრობდე ზღვასავით...
ჩვენით მინდა ყველაფერი...
არაფერი სხვასავით...
ყოველ დილით გიყურო,
როგორ გძინავს გადაღლილს...
თან გვირელებს ჩაგიბწნიდი,
ვერ გიგუებ თმაგაშლილს...
მინდა სულით ვერწყმოდეთ
ამქვეყნიურ სამოთხეს...
ბუხართან წაგიკითხავდი,
მივიწყებულ სამ-ოთხ ლექსს...
შუა ღამეს ჰამაკიდან...
ვარსკვლავების გადათვლა...
ღმერთო თუ ეს სიზმარია...
მეძინოს...
არ წამართვა...

ვინ რა იცის რას ვფიქრობ?...
რას მოველი?!
რა მინდა?!
სახლი კი მაქვს ტყის პირას...
და უშენოდ არ მინდა..

                                               თემურ ცაავა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი