ვიცი ოდესმე მოგენატრები...
ვიცი ოდესმე მოგენატრები... მოვალ სიზმრებად...ვით მოჩვენება... მანამ ვიქნები ღამის სტუმარი, სანამ სიზმარი არ მოგბეზრდება... ვიცი ოდესმე მოგენატრები... გვიან იქნება...გერქმევა სხვისი... ძილის დარაჯად სიზმრად მოსულმა, იქნებ შეგივსო ეს დანაკლისი... ვიცი ოდესმე მოგენატრები... არდაფასებას ალბათ ინანებ... გაყინულ გრძნობებს მე ხომ ვუარყოფ, ჩემამდე მოსვლას დაიგვიანებ... ვიცი ოდესმე მოგენატრები... ბედნიერებას ვერ იგრძნობ სხვასთან... ვნებებს აყოლილ გულს დააკავებ, ჩაიკეტები საკუთარ თავთან... ვიცი ოდესმე მოგენატრები... სიზმრად მოსულიც დაგტოვებ მალე... შენ სიამაყემ გრძნობა წაგართვა, მე კი გრძნობები არ დაგიმალე... ვიცი ოდესმე მოგენატრები... სხვა გეფერება...მე წაფმომიდგენ... ერთ დროს შენს გამო მეც ხომ ვიტირე, ცრემლს თვალებიდან შენც გადმოგიდენ... ვიცი ოდესმე მოგენატრები... არდაბრუნების ჭიქა დავცალე... შენთან არ მოვალ მე არასოდეს, მაგრამ სხვაშიც ხომ ვეღარ გაგცვალე... თემურ ცაავა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი