ჩაიცვი...
ჩაიცვი... წავიდეთ... გავიქცეთ აქიდან... გავასწოროთ დროებას... გავცვითოთ ისრები... გავასწროთ ყველას და ყველაფერს დავასწროთ... ადექი... გავიქცეთ... გავფანტოთ ნისლები... მინდა რომ შეიგრძნო... ხელი არ გამიშვა... უშენოდ არ მინდა წამიც რომ გავიდეს... ჩაკეტილ გრძნობათა დემონმა აიშვა... ნებაზე მიუშვი და იქნებ წავიდეს... თვალებმა გაგყიდეს... მზერაში გეჭრები... და იქნებ ფსკერამდე შეიგრძნო ცდუნება... მოეშვი... არ გინდა შავ-თეთრი ეჭვები... თან იქნებ არც ღირდეს... უკან დაბრუნება... თემურ ცაავა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი