ჩვენი შეხვედრების ადგილს...
ჩვენი შეხვედრების ადგილს უჩვენობა დაეტყო... ყველაფერი ისე უცებ,წამიერად წაეწყო... ფიქრითაც ვერ გავიფიქრე თუ საითკენ ვუხვევდი... თამაშობდა შენი შვილი სკვერში,ჩუმად ვუმზერდი... ვფიქრობდი და თან მტკიოდა წამიერად წარსული... მინდოდა და არც მინდოდა სხვა გზებით რომ მეარა... სევდაში ვარ ფეხებიდან ყურებამდე ჩაფლული... ნუთუ ამდენს ჩვენს ადგილზე მე ვფიქრობ და შენ არა... იქნებ იმ გზით შენც რომ გევლო საითაც მე ვიარე... იქნებ შენც რომ გამოგევლო რაც მარტომ გავიარე.... ჩვენს შვილებთან ერთად სკვერში ჩვენც ხომ ვითამაშებდით... ამ ეპიზოდს წარმოვიდგენ და ვატყობ გადავშენდით... ( უცნობი პოეტი )
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი