რა ქარშია შეპარული სევდა?


რა ქარშია შეპარული სევდა,
რა ქარშია არეული სიმი?
ფიქრებია, ფიქრებია ელდა!
ფიქრებია ნერვიული ღიმი...

გული იწევს, გული იწევს მისკენ,
როგორც არყის ბოთლისაკენ ლოთი.
ღმერთო, იხსენ ეს ტანჯული, იხსენ,
როგორც ცეცხლის წვიმისაგან ლოტი!

მის მშვენიერ, მის მომხიბვლელ თვალებს
აღარ უხმობს, აღარ უხმობს სული!
გადექ, გულო, გვერდზე გადექ; ალებს
ნუღარ აფრქვევ! ცხოვრებაა კრული.

რა ქარშია შეპარული სევდა,
რა ქარშია ნაღვლიანი სული?
გული ცემდა; მთელ არსებას ცემდა;
გამალებით ცემდა იმ დღეს გული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

3 კომენტარი
ი.ო.ნ.აFBI3 წლის წინ

ველი ლიბრომანებში

ცოტნე არჩვაძეპოეტი, ფილოსოფოსი3 წლის წინ

თქვენ ადმინი ბრძანდებით ლიბრომანების? (მომავალში ვაპირებ გამოქვეყნებას)

ი.ო.ნ.აFBI3 წლის წინ

მე წევრი )))))) საინტერისო ჯგუფია , სალონური საუბრებით

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი