ბედის წამები


რამ უნდა მიშველოს, თუ არა წერამ..
ცხოვრებამ თავისი უკვე დაწერა.
ბედი მიყურებს ისე, ვით წერა.
ვფიქრობ, არ შევწყვეტ ლექსების წერას.

და მე აქ ვხედავ სხვა ბედისწერას,
როდესაც გული სამარეს ირჩევს;
ტბის პირას ვუსმენ იმ გედის მღერას,
რომელიც სიკვდილს თითქოს არ იმჩნევს.

უთქვამთ, რომ მიწა არის ამაო;
მაგრამ მე ვხედავ წამებით ტკბობას,
როდესაც დგება ჩუმი საღამო,
საამო არის შენი მოხმობა.

არ ვიცი, რაა ეს ბედისწერა.
ჩემთვის შვებაა ჩემი ლექსები.
თუ რამ მიშველის, ეს არის წერა:
ვწყდები მიწას და ზეცას ვეხები. 

ცეცხლის ალები: შენი თვალები.
ჩვენი ქუჩები: ცოდვის ვალები.
და უთვალავი უცხო მთვრალები.
და უსასრულო ბედის წამები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
გიორგი კაკულიაახალგაზრდა სამოყვარულო პოეტი და პუბლიცისტი1 კვირის წინ

ძალიან კარგი ლექსია❤️🫶

მადლობა 💖

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი