მქვია მთიელი
აქ ისტორიას წერდნენ მტრის ძლევით, ცხოვრების ბედი – ომი და ბრძოლა. არაგვი ჩქეფდა მებრძოლთ ხალისით და ასე იდგნენ მომავლის მცველად. მთის სუნთქვა ედგათ მარად იქ მცხოვრებთ, ჯანსაღ სხეულში ბორგავდა სევდაც. თანაც სალხინოდ დროც ვერ მიასწრებთ, თვით დროც ვერ ცვლიდა ამ ჟამთა მცნებას. ამ მთების ფერდზე ზრდიდნენ მეომრებს, ღრუბლების გვერდით ეფინა ეს გზა. დაბადებიდან ჰქონდათ შთანდგმული, რომ შეწიროდნენ სამშობლოს ზეცას. იყო დრო, იყო ჩვენი წარსული – საუკუნეთა მარადისობა. მე ამაყი ვარ, მქვია ქართველი, ანუ უკვდავი თავისუფლება. სიტყვა დატოვეს, ვალი ასრულეს, იგივე საქმე მხრებზე გვაქვს დღესაც. გვჯეროდეს თავის – ჩვენვე რომ შევცვლით და ჩვენვე დავწერთ სამშობლოს ბედსაც. გუდამაყრიდან მეც ვთქვა სათქმელი, წინაპართ ძვლების გადმონაშთიდან. იქნებ მეც მეთქმის სიტყვა მრავალი ან მათ ნალოცი სალოცავიდან. კიდევ მეძახის მთები მაღალი, რომ სისხლი მიჩქეფს ჩემი ერიდან. იქნებ მეც მევლო მათი სავალი, მეგრძელებინა მმართებს სულიდან. მათგან მეც მომყვა ვიყო ამაყი, მთიელთ ბუნებას წლები ვერ ცვლიან. ნისლებს გადმოყვა მათი ამბავი და საუკუნოდ სხვები ვერ შლიან. მთები იცლება მცხოვრები ხალხით, გაშლილ არიან სხვადასხვა ველად. სული არ კვდება, რჩება ამაყი, რჩება მებრძოლი სამშობლოს მცველად. აქ მთების ფერდზე ზრდიდნენ მეომრებს, ღრუბლების ზემოთ ეფინა ეს გზა. დაბადებიდან ჰქონდათ შთამდგმული, რომ შეწიროდნენ სამშობლოს ზეცას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი