გულის ხმა


***

ოდესღაც გულის ხმა ვერ გავთქვი,
ამ ბგერებს ჩემი ხმა არ ფლობდა.
ვმალავდი, ვკლავდი თუ ვმარხავდი -
სულ ჩემში რჩებოდა ეს გრძნობა.

ვერ დავთმე, მდევდა და ვისმინე 
გუგუნი საგულის მდელოდან,
დაფარულ ხმაურთა სიმძიმე, 
ვინ იცის, რამდენ ხანს მელოდა...

ხან ის ხმა - სიჩუმეს მითვლილი,
ჩემთვის როს უცნობად გამოჩნდა,
მდუმარე ექოსთან ჭიდილი 
რარიგად შემშლელი აღმოჩნდა!

რამდენი დილა და საღამო..
სხივი კი უვნებლად მომქონდა,
ჩემ დაფლულ სურვილთა გორაზეც
სულ ყველა უკვდავად მოგროვდა.

ოდესღაც გულის ხმა ვერ გავთქვი,
ახლა კი გულის ხმაც დამორცხვდა,
დამალვით, მოკვლით თუ დამარხვით
სულ ჩემში დარჩება ეს გრძნობა.

არ დავთმე! არ ვთმობ და ვიფიქრე,
რომ გულიც დადუმდა, დამშორდა;
ოდესღაც გულის ხმა ვერ გავთქვი,
მაგრამ მე სხვა გული არ მქონდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი