დროებით ბარგად


ახლა აზრი ვარ ან ფიქრი ვარ 
        ნაქცევი ლანდად,
დროის სვლა შეწყდა და ვარ
         როგორც ღრუბელი ნისლში, 
წამს გავერიე, აჩრდილი ვარ
          დროებით ბარგად, 
ბარგად ფიქრისად ვიფარები
           თვალისვე ჩრდილში. 

ასე, ამგვარად, რიგგავლილი 
           მერქმევა, - ვიტყვი :
ჟამგაცლილი და ვალმოხდილი
            ვიქნები დროსთან, 
ასე დავარქმევ ისევ ხალხთა
            მონაგონ სიტყვით, 
სიტყვით, რომლითაც გადასცემ ან
             იცინი... მოთქვამ. 

ვირგებ სასხვისოდ თუ დამერქვა
             ბედთა მწერალი
და შევიქენი საკეთილოს
             მოსურვედ მათთა,
ჩემში ისახლებს ჩემი სახის სული
             მდევარი,
სული, რომელიც მყოლ მეგზურად
            დამავლებს მთა-მთა.

წამი არსობის არსად მქონდა
           სახსოვარ კვალთა,
თითქოს ვიხილე ან გზად ვკაფე
          ყოფა ყოველი
და მაინც ხილვის შანსი ვირგე
         ნაცხოვარ ვალთა,
თან აღარ ჰქვია ამ დროს ცათა
         ჟამი მომავლის,

მყოფს აქ გამაჩნდა, ჩემად მქონდა
         ჩემი მორალი,
ჩემი სამყოფი რწმენა ვითმე
         საცხოვრის ბარგთა, 
სასიტყვოს ღირსად ვიკაფავდი
         სივრცეს მომავლის
და მომავალი დამბეგვროდა
         წკრიალად ზართა.

დღეს კი აზრი ვარ, ან ფიქრი ვარ -
         ნაქცევი ლანდად.
დროის სვლა შეწყდა და ვარ
         როგორც ღრუბელი ნისლში, 
წამს გავერიე აჩრდილი ვარ
         დროებით ბარგად, 
ბარგად ფიქრისად ვიფარები
          თვალისვე ჩრდილში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი