ტილოზე ფუნჯივით


ვითომ სიყვარული  ვითომ გვერზე დგომა,
ვითომ ახლობლობის მსგავსი შეხვედრები,
მესმის შემთხვევები მცირე რამ შეცდომა
შემდგომ შესწორება არა შემდეგებიც...

მე კი ხო ვიცი რომ ავიტან ყველაფერს
მაგრამ მოგონებებს მითხარი რა ვუყო
ფიქრებიც მივლიან რა გჭირსო ამას მწერს
და ბოლოს ლანდებში შანსებიც გაიყო

წამიღო მე სევდამ არ მჯერა არაფრის
აქ არის ისევე ღიმილის მიზნები
მიზეზი არ ვიყო, ვიტანდე ამ მძაფრი
იმედის ქარტეხილს მივდევდე ფიქრებით

ვიცვლები თითქოს და ვედრები მოლბერტზე
დახატულ სილუეტს ტილოზე ფუნჯივით
რომელსაც თეთრ ფონზე შეცვლიან ფერები
ფერმკრთალი გახდება ნათელი ნათებით

ვგულისხმობ ცხოვრების ეტაპის ნაწილებს
როცა არაფერი არარის ამგვარი 
ამდარდით შეცვალო სხვა გზით ვინც აცილებს
აცრემლებს თან გრძნობს მის მსგავსი არარის 

და როცა სრულ ნახატს შეხედავ მიხვდები
ამსგავსებ ცხოვრებას არაფრით რომ იწყე 
შექმენი ნულიდან უწვდომელს მიწვდები
დამაინც რას ფიქრობ რამდენი გარისკე

გარიყე საწყისზე ,გაგრიყა რომელმაც?
როდესაც გინდოდა შენ გვერდზე რომელი
რომ ელი ,მომავლის იმედის დამწერმაც
დაგწყევლა და ახლა უშიშრად მოელი

მოგდევდა წამება თან შური ყოველი
ყოფილი მრჩევლებიც დატოვე ფურცელზე
თეთრ ფონზე რომელსაც სხვა დროს არ გაივლი
გამივლის ცუდიც და დავრჩები სრულ ფერზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი