რა გამაღიმებს
დილის მზის სხივია — ჯერაც არნახული გრძნობა მოქმედების, უცხო განთიადი პირველ გაღვიძებას სიცილს ვაჭექებდით. უცხო სამყაროში ბევრი სასწავლი გაქვს — არა მოსვენების, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რამდენს ვილხინებთო, ჩვენ თავს ვაჯერებდით. ახლა აზრებს ვაწყობ გეგმებს მიყოლებით, მეც რომ რამე შევქმნა, რამდენს ვიღონებდი. მაგრამ ვფიქრობ ერთზე — ამას ვუფიქრდები, მხოლოდ ვცოცხლობთ ისე, არვის ვუფრთხილდებით. ამ ფიქრებში ვარ და ალბათ ასე მიწევს — ამას ვერ ავცდები. აღარც ის ღიმილი, მხოლოდ გაყინული სახეს შემახმება. ან რა გამაღიმებს ამის შემხედვარე? ომია, რას შვრებით — მხოლოდ სიბოროტეს დრო აქვს გამეფების, თან აქვს შემართება. დილის მზით მოსულის დროა შებინდების, ისევ იგივე და გამთენიისასვე ღამეს ვათენებდი. ხმასაც აღარ ელი შიშით გაცინების — ხმაა შეცოდვების, ამას გადმოვცემდი ასე თეთრ ფურცელზე, მელანს ვაწვეთებდი. დროს ვერავინ შეცვლის — თვითონ შევიცვლებით დროის დაბრალებით. ცოდვა დავიდეთ და აღიარებისას დროსვე ვაწერებდით. სხვა დრო მოვიდა და ბრალი მისიაო, ისე ვეთანხმებით, თითქოს უცოდველად წლები დავტოვეთ და დროებს ვაშველებდით. ახლაც იგივეა — ისევ უგულობა, ზიზღი, შეძულება. მაგრამ დაღლილი ვარ — ისევ ისეა, თუ ამდენს ვეღარ ვხვდები. ყველა გრძნობა გაქრა — მჯერა, იმედი რომ ახლაც ჩემთან რჩება, თითქოს სულ დასრულდა აქ ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი. ამ ფიქრებში ვარ და ალბათ ასე მიწევს — ამას ვერ ავცდები. აღარც ის ღიმილი, მხოლოდ გაყინული სახეს შემახმება. ან რა გამაღიმებს ამის შემხედვარე? ომია, რას შვრებით — მხოლოდ სიბოროტეს დრო აქვს გამეფების, თან აქვს შემართება. ახლაც იგივეა — ისევ უგულობა, ზიზღი, შეძულება. მაგრამ დაღლილი ვარ — ისევ ისეა, თუ ამდენს ვეღარ ვხვდები. ყველა გრძნობა გაქრა — მჯერა, იმედი რომ ახლაც ჩემთან რჩება, თითქოს სულ დასრულდა აქ ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი