თითქოს არასდროს


მე მოვალ შენთან — ალბათ მაინც მოვალ შენამდე.
მოვალ მე მაშინ, როცა არვის დაელოდები.
მე მოვალ შენთან, არავინ რომ არ გაგიხსენებს,
როცა იფიქრებ — ახლა უკვე ყველას შორდები.

წლები რომ გავა, მცირე რჩება უცხო წამამდე,
როცა სულ ყველა დაგვივიწყებს, თითქოს გავქრებით.
ისე უსიტყვოდ, უხმოდ მოვალ შენთან, შენამდე,
სულ წამით იქნებ — ან მარად დღეს ერთად დავრჩებით.

გეტყვი „მიყვარხარ“, სანამ გრძნობა ფიქრით გამაქრობს.
გწამდეს, იწამე, რომ მე მოვალ — ამის გჯეროდეს.
მაგრამ მე მოვალ, მოვალ გვიან, თითქოს არასდროს —
ახლა ასე ვთქვათ, რა დრო არის — ალბათ ჯერ ოდეს.

მხოლოდ მახსენებ, ან იქნებდაც აღარც გახსოვარ.
ჩემთვის ამ დარდში გაილევა წუთისოფელი.
როცა ვიფიქრებ, სიბერესთან უკვე ახლოს ვარ,
ვიტყვი — მოვიდა ეს დრო, შენ კი აღარც მომელი.

როცა ხმა მესმის, სიყვარულს ვგრძნობ გულზე მოფენილს,
როცა მანძილიც არაფერს წყვეტს — მაგრამ შორია.
თუმცა შორია — აღარც რა გზა და მხოლოდ მოვლენის,
როცა დრო მებრძვის შენამდე, და თქმაც კი ომია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი