დღემდე მანძილი
ჩვენ გვენატრება ჩვენი დროის დღემდე მანძილი, თან საწყისამდე, ვგონებ, არც თუ ისე შორია, ჩვენ წილ საწუთროს მართვა გვერგო ნება სარჩელი და ჩვენი ხედვა ამ განვლილი წლების სწორია. ვჭვრეტთ, საუკუნოდ წინ რა ელის კაცთა სამყოფელს, საღამომდე კი თვალდადგმული სისხლი გვწყურია. არა, არ ვიწევთ, არ წარმოვთქვამთ სიტყვას სათმობელს და ხვალის შიშიც იქნებ ამ დღის საზღაურია. იყოს ნათელი უკუნითი ღამის სასრული, იქმნა ნათელი და იმ დღიდან ჩვენი ჯერია, მაშინ დაიწყო მზის სხივებთან ჩვენი ჭიდილი და იმ დილიდან დაბინდული შუქი ერია. ჩვენ გადავღალეთ გრძნობებს შორის თვით სიყვარული და იმ წუთიდან სიყვარული აღარ მიგრძვნია, ვინ რაზე ზრუნავს, ან რაარის ვისი სამკალი, ვისი დროება, სხვისი ხმა და სხვაზე იტყვიან შეიქმნა ნდობა, დაიბადა მაშინ ღალატიც. მაშინ მკვლელობა აღმოცენდა მკვდრეთით მიწიდან. უცვლელი სახე და უცვლელი აზრი მარადის, უცვლელ საფიქრალს მე კი ბოლო წამთან მივიტან. და მაინც, ალბათ, ვერ ვიპოვე ჩემი ადგილი და სიგიჟემდე, ვგონებ, არც თუ ისე შორია, დამაქვს ოცნება, ფიქრებია ჩემი საგზალი და ჩემი გზები ამ განვლილი წლების სწორია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი