სევდა
ახლაც ნაწამები ვდგავარ, ისევ ტანჯვისაკენ ვიწევ. წამებს შეპყრობილი ვყავარ — განცდებს საბრძოლველად ვიწვევ. აქ ეს ოცნებებიც იწვის, ეს მომენტიც ხდება ვიცე. მე კი რა მომელის — ვიცი, იქნებ ნაწერებად ვიქცე. იქნებ მეც მაწუხებს რამე, იქნებ გამიღიმა ბედმაც. ფიქრი აღარ მინდა ბევრი — თითქოს დამიმძიმა სევდამ. მერე მოვიკითხავ მიწას, მეც თუ მიბარება ვცადე. გული გამეტებით ფეთქავს, ვიცდი — რაც მომელის, გავძლებ. თუ კი ხასიათი წახდა, ხალისს დაბრუნებას მივცემ. სითბოს გამეფებაც იდგა — ისიც გადავმალე სადმე. ვთქვათ და მისაღწევსაც გავცდი, და თან დასაწყისშიც არ ვარ. თვალით რა სიმშვიდეს გავდი, ფეხქვეშ ჩაჭიდული ვდგავარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი