თუ


‎ჯერ აიხდენს ჩემ ოცნებებს სხვა — სრულიად სულ სხვა;
‎გადაუვლის ეს დეკადაც, თვალს შერჩენილ ხედებს.
‎კავკასიის ყინულოვან ქართა ჩემსკენ ქროლვა
‎მომასწავებს არას კარგს და არას საიმედებს.
‎
‎მომასწავებს, მაგრამ ჩემთვის სხვა ნიავი მოაქვს;
‎ვამბობ, როდი ვეგუები გაშეშებულ სივრცეს.
‎მე ასევე არ მგონია, შემაკავოს თოვამ,
‎რადგან ყველა მწუხარებას, თავის ღიმილს მივცემ.
‎
‎ასე გულმა, ყოველ დილით, თუ არ გაიბრძოლა;
‎თუ კი ჟინი იმუხლება მიწის სიახლოვეს;
‎თუ მომავლის უცხო ფიქრმა უხმოდ გაიქროლა —
‎მაშინ შენმა იმედებმა უკვე დაგიგლოვეს.
‎
‎თუ დღეებმა განაბულად თვალთან გამირბინეს,
‎და სარკმელთან ჩემი ფიქრი ზამთრად დამიმკვიდრდა;
‎თუ სურვილებდახრჩობილ მზერა გაიმეფეს,
‎მაშინ ჩემი ლანდიც, ალბათ, შორეთს გამიდგება.
‎
‎მაგრამ ამ ჩრდილს ჩემთან ახლოს, სადა ქვისფრად ვიწვევ;
‎არ უარვყოფ, თუ კი მხოლოდ ღამემ გადაფარა.
‎ამ ღამესაც შეუმჩნეველ სილამაზედ ვირჩევ,
‎რადგან მჯერა — ყველა ცუდში კარგიც დაიფარა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი