უხმო დიალოგი
ნდობას შემუსრულს გზად ეჭვი დაიმონებს, კაცთა მოდგმას გველი სდევდა საფუძველად, ასე დაღად ესვათ, სხვა ხმა დამიმოძღვრებს მე კი მდუმარება მყვება სამოსელად. ლანდი შთაგონების არსად დაიკონეს, თითქოს გონს მიჰქონდა ფირი საურველად, და მეც ფიქრს გავყვები, სანამ დამიშორებს, სანამ სხვა ქმედება იქცა საძულველად. რად ღირს, ან ცხოვრება ფასად რას იტოლებს? - ზურგით სატარებელ ჯვრად რომ დაითმობდე, ყოფნის სევდის ფლობა სიტკბოდ რას იყოლებს, რომ შუქს, ფერგადასულს, ვერად ჩაიქრობდე სხვისას არვინ მარგებს სამკალს საიმდროვეს, ჩემთვის საცხოვრად კი ჟამი გამირბოდეს, წამი საკუთრად რომ ყოფა ჩემი მქონდეს და თუნდ ნაბიჯები ექოდ გაისმოდეს. ბგერა წაიღე და ფიქრი დამიტოვე, რომ ჩემ თავთან ისევ მთელი ღამე ვბჭობდე... აღარ მიმატოვებს მხოლოდ სიმარტოვე და ეს ლექსიც თუ გსურს საგზლად გაიყოლე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი