ისევ ღამეა
ისევ ღამეა, ისევ ღამე და, ვფიქრობ, რამდენ ხანს აღარ გათენდა, ან ვარსკვლავებსაც სულ დაავიწყდათ ჩემი ფანჯრისკენ ერთხელ გახედვა. ისევ ღამეა, დადის ქარი და ძველ მოგონებებს გაშლის კარებთან, მე კი ვაგროვებ წარსულ წლებიდან ქარში დაკარგულ კადრებს თავიდან. ისევ ღამეა, ისევ ღამე და, გული დაღალულ ფიქრს არ დანებდა, როგორც მლოცველი დავიწყებული დამდგარი ძველი ტაძრის ნანგრევთან. ისევ ღამეა და ღამის მერე კვლავ დაიბადებს დილა ნათებას, როგორც სიკვდილი ატარებს ჩუმად ახალ სიცოცხლის პირველ ნაპერწკალს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი