ამ წამს
ამ წამს ხომ გველი საკუთარ კუდს ჭამს დათვი კი ანგრევს საკუთარ ბუნაგს ეკლესია ხომ თავის კარს ხურავს და დედამიწაც კი აღარ ბრუნავს ამ წამს ხომ სოფელს ნისლი ადგება ამ წამს წლის მკვდარი ფეხზე დადგება ამ წამს ღიმილი ჭამეს დარდებმა ამ წამს მსოფლიო გადაგვარდება ეს წამი იყო შენ რომ წახვედი ეს წამი იყო შენ რომ დამტოვე დიახაც,ზუსტად ამ წამს წახვედი დიახაც,ზუსტად ამ წამს დამტოვე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
პირველ სტროფში რამდენი დრამაა ❤