მათეს გოგრა


ვერ უყურებთ მათესა? 
ბაღში გოგრა დათესა, 

განა დიდხანს უცადა - 
გაიზარდა უცბად და 

მთელი უბნის სამყოფი 
გამოისხა ნაყოფი. 

მეზობლებმა გაიგეს 
- მათე გოგრას არიგებს! 

გამოგვტოვო ეგება! 
გოგრა ჩვენც ხომ გვერგება? 

მათე განა ძუნწია - 
რიგმა ყველას უწია, 

ეს რა გოგრა ყოფილა! - 
სუყველას ამყოფინა... 

ხიდან ჩხავის ყვანჩალა: 
- მათეს არა დარჩა რა!	

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი