ვეფხვი
ვუღრენ გისოსებს, გარს რომ მარტყია როგორც ჩემს ტანზე შავი ზოლები. ჩემი თათების კვალი ატყვია მიწას, როდესაც მე ვიზმორები. ნათესავია, მაგრამ, იმავ დროს, აბა, არ არის ეს სასეირო? ამ კატის ბედი როგორ ვინატრო, გარეთ, ბილიკზე რომ დასეირნობს?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი