მელია


ყველა ამბობს - ტყუილში
ვერვინ ჯობნის მელიას...
თქვენი მოგონილია,
რაც კი ჩემზე გსმენიათ.

თუკი რამეს დაკარგავთ,
მე მაბრალებთ მოპარვას.
გალიაში ვზივარ და -
ჯადოქარი ხომ არ ვარ?!

ნეტავ, მიმაღწევინა
ზოოპარკის კარამდე...
რომ შემეძლოს, აქედან
ჩემს თავს მოვიპარავდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი