ლომი
ფაფარი ისევ ისე მამშვენებს, გემთან მრავალი მოდის მნახველი. მაგრამ რა მეთქმის - არ მაქვს სამეფო, მეფისა შემრჩა მხოლოდ სახელი. არც ჩემი შიშით იმალებიან, არც დახმარებას არვინ არა მთხოვს. მდუმარედ ვზივარ. აბა, რა ვუყო? ჩემი ღრიალით აქ ვინ დავაფრთხო?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი