ვასილ გულეური
მწერალი
ლოკოკინა
ამ პატარა ლოკოკინას ნეტავ, ზურგი არ ეტკინა? სულ არ იცის, რაა დაღლა, სახლს დაათრევს აღმა-დაღმა. გულღიაა და კეთილი, კარი არ აქვს დაკეტილი, ღიას სტოვებს, განა რჩება - შიგნით მაინც ვერვინ შევა, თუ ეწვია სტუმრად ვინმე, გარეთ უნდა გამოვიდეს… ისე, რომ ვთქვათ გულახდილად, არც ადარდებს მომცრო ბინა, რომ იტყვიან, თავი მუდამ სახლში აქვს და რაღა უნდა.