0 219

ბაყაყური


გზის ნაპირას იხვებს ორმო
ნაჟური წყლით აუვსიათ,
იძახიან - აქეთ მოდით,
საცურაო აუზია.

რა სჯობია წყალში ცურვას,
ქვეყნად რაა ამის ფასი?
რა სტილი გსურთ, შეგასწავლით:
ბატერფლაი, კროლი, ბრასი.

უცნაური სახელებით
მოიხიბლა ყველა ირგვლივ
და სულ მალე ცურვის სწავლის
მსურველების დადგა რიგი.

ბაყაყი ზის არხეინად,
არ ათხოვა იხვებს ყური
- თქვენს კროლსა და ბატერფლაის
მირჩევნია ბაყაყური!
კომენტარები (0)