მზე, მთვარე და ღრუბელი
მზემ გადასძახა მთვარესა: - ვანათებ არემარესა, შენ რის მაქნისი მყავხარო, მთელი დღე უქმად დგახარო! წარბი შეჭმუხნა მთვარემო, - ღამეც ანათე ბარემო, თუ გინდა, გეტყვი სიმართლეს, დღე ვის სჭირდება სინათლე? ამაზე ნუ ვიკამათებთ, ღამით სწორედ მე ვანათებ! ეს შემოესმა ღრუბელსო, ცრემლები ულბობს უბესო. თქვა - არ შეგშვენით არცერთსო, ჩხუბს რომ გამართავთ ასეთსო, თუ გავიშლები ზეცაზე, გაგეჯიბრებით მეც ასე, თქვენ კი კამათს არ მორჩებით, არცერთი არ გამოჩნდებით. შერცხვა, სათქმელი რა ჰქონდა და მზე მთებს მიღმა ჩაგორდა. მთვარეც ფიქრებმა არია და ნამგალივით გალია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი