რა დახატა ბაქარმა
ხატვას იწყებს ბაქარი, მოიმარჯვა ფანქარი. დახატა და წაშალა დაკლაკნილი გზა-შარა. მერე - დიდი სახლი და გზაც დახატა ახლიდან. გზასთან - ღობეებია, გზაზე მიდის ბებია. სახლის გვერდით ბაღია, იქვე - ჭაა თავღია. ჭასთან სხედან ქათმები, ბაღში მოჩანს ატმები. ბაღთან ძროხა აბია და ბავშვები დარბიან. დააკვირდით, აქ არის თვითონ ჩვენი ბაქარიც... თურმე, იმას ხატავდა, რაც გულში აქვს ნატვრადა. სოფელი და ბებია როგორ მონატრებია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი