არ ვნანობ


ვერ ჩაწვდი ამ გულის ნაკეცებს,
სიზმრებმა შენი ცა მანახა, 
დაგეძებ, ლექსებში დაგეძებ
და არცერთ სტრიქონში არა ხარ.
 
კვლავ შენი სიშორე გამლუმპავს,
დამახრჩობს უშენო ჰაერი,
შენს დუმილს, მწარე და ავ ლუკმას, 
ვყლაპავ და არ ვიცი რა მელის.

ვეღარ ვქსოვ წარსულის ბნელ ნართებს,
წუთები იმედებს  ნასკვავენ,
ვცდილობ და ვერაფრით ვერ ვანთებ
შენს სულში გადამქრალ ვარსკვლავებს.

დარბიან ტკივილის ტურები,
კივიან გულში და გულს გარეთ,
არაფერს არ ვნანობ სრულებით,
უბრალოდ სიტყვები ბორგავენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

3 კომენტარი
ნანა აბულაძეპოეტი1 თვის წინ

❤️❤️

მარი ბაიდოშვილილოჯისტი1 თვის წინ

რა კარგია

ვენიკო ხურციძეპედაგოგი, პოეტი 1 თვის წინ

მადლობა

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი