იონე ოქროპირის ლიტურგია (ორიგინალური)..


საღმრთოჲ ჟამის წირვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ.. 


შე-რაჲ-ვიდეს დიაკონი სადიაკონესა შინა და იტყოდის ლოცვასა:
უფალო ღმერთო ჩემო, გარდამომივლინე მე ძალი მაღლით
და განმაძლიერე მსახურებასა ამას შენსა, დაუსჯელად
წარდგომად წმიდასა და საშინელსა და შესაძრწუნებელსა
საკურთხეველსა შენსა და შეწირვად შენდა უსისხლოჲ იგი
მსხუჱრპლი, რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა.. 

აღმოჰკუჱთდის რაჲ, იტყოდის: დაიკლვის ტარიგი ღმრთისაჲ,
ძე მამისაჲ, ამხუმელი ცოდვათა სოფლისათა ცხორებისათჳს
სოფლისა, ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიგუარა და, ვითარცა
ტარიგი წინაშე მრისუველისა თჳსისა უჴმობელი, ესრეთ
არა აღაღებს პირსა თჳსსა სიმდაბლითა თჳსითა,
სჯული მისი მიიღო, ხოლო თესლ-ტომი მისი ვინმე მიუთხრას,
რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი.

ყოვლად წმიდისაჲ აღმოჰკუჱთოს,
თქუას: შეიწირე, უფალო, ღმერთო ჩუჱნო, შესაწირავი
ესე მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა ჩუჱნისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისითა. 

წმიდისასა ზედა თქუას: მოიჴსენე, უფალო, ღმერთო ჩუჱნო, წმიდაჲ შენი სახელით, და შეიწირე მსახურებაჲ ესე ჩუჱნი მეოხებითა
მისითა. 

მიცვალებულისათჳს თქუას: განსუჱნებისათჳს
და ნეტარებისა და მიტევებისა ცოდვათაჲსა. 

საზოგადოდ თქუას: მოიჴსენენ, უფალო, ყოველნი ქრისტეანენი მართლმადიდებელნი მონანი შენნი და განუსუენე მათ, სადა-იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისაჲ. 

დააწყვნეს ფეშხუჱმსა ზედა საშუალ საუფლოჲ, მარჯუჱნით ყოვლად წმიდისაჲ, მარცხენით წმიდისაჲ, სხუანი ვითარცა უნდეს. ზედა შეასხას და თქუას: ერთმან მჴედართაგანმან ლახურითა განაღო გუჱრდი მისი და
მეჴსეულად გარდამოჴდა სისხლი, წყალი, მხილველმან წამა
და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.

მღდელმან ლოცვაჲ: საკუმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე, ღმერთო ჩუჱნო, სულად სულნელად, ნაცვალად გარდამოგჳვლინე ჩუჱნ მადლი სულისა შენისა წმიდისაჲ,
ყოვლადვე აწ. 

დიაკონმან: წინადაგებისათჳს პატიოსანთა მსხუჱრპლთაჲსა უფლისა მიმართ ვილოცოთ. 
მღდელმან ლოცვაჲ დაგებისაჲ:
უფალო ღმერთო ჩუჱნო, რომელმან ზეცისა პური, საზრდელი ყოვლისა სოფლისაჲ, უფალი ჩუჱნი და ღმერთი იესუ ქრისტე მოავლინე მაცხოვრად და მჴსნელად და ქველისმოქმედად და მაკურთხეველად და წმიდა მყოფელად ჩუჱნდა, შენ აკურთხე წინადაგებაჲ ესე ჩუჱნი და ზესთა ცათასა და საცნაურსა საკურთხეველსა შენსა მოიჴსენენ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყუარემან ღმერთმან შემომწირველნი და რომელთათჳს შემოწირეს და ჩუჱნ დაუსჯელად დამიცვენ მღდელმოქმედებასა შინა საღმრთოსა შენთა საიდუმლოთა, რამეთუ წმიდა და დიდებულ არს ყოვლად პატიოსანი და დიდშუჱნიერი სახელი შენი მამისა და ძისა.. 

უფალი სუფევს, შუჱნიერებაჲ შეიმოსა, შეიმოსა უფალმან ძალი და გარეშეირტყა, დაამყარა სოფელი, რაჲთა არა შეიძრას, დაფარნა ცანი შუჱნიერებამან მისმან და ქებითა მისითა აღივსო ყოველი ქუეყანაჲ. ამენ. 


გუაკურთხენ, მეუფეო.


სული წმიდაჲ თანამწირველ მეყავნ ჩუჱნ. 
გუაკურთხენ, მეუფეო. 
კურთხეულ არს სუფევაჲ მამისა და ძისა.. 
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
ზეგარდამო მშჳდობისა და ცხორებისათჳს სულთა ჩუჱნთაჲსა, უფლისა...
მშჳდობისათჳს თანად ყოვლისა სოფლისა, კეთილ დგომისა წმიდათა
ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათჳს უფლისა მიმართ.

წმიდისა ამის სახლისა, და სარწმუნოებით და კრძალულებით და
შიშითა ღმრთისაჲთა შემავალთა მას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მთავარებისკოპოსისა ჩუჱნისა, პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ
დიაკონთა და ყოვლისა სამღდელოჲსა ერისათჳს, უფლისა მიმართ.

კეთილმსახურისა და ღმრთივ დაცვულისა მეფისა (ხელისუფალი) ჩუჱნისა, ყოვლისა
პალატისა და მჴედართა მისთათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

თანამბრძოლებისა დამორჩილებისა ქუჱშე ფერჴთა
მისთა ყოველთა მტერთა და მბრძოლთაჲსა, უფლისა მიმართ.
ქალაქისა ჩუჱნისათჳს, ყოვლისა ქალაქისა, სოფლებისა და სარწმუნოებით დამკჳდრებულთა მას შინა, უფლისა..  
კეთილშეზავებისათჳს ჰაერთაჲსა, კეთილგამოღებისათჳს ნაყოფთაჲსა, ქუეყანისა და ჟამთა მშჳდობისათჳს, უფლისა.. 

მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუჱთა ჴსნისა და
ცხორებისა მათისათჳს, უფლისა ჴსნად ჩუჱნდა ყოვლისაგან ჭირისა,
რისხვისა და იწროებისა, უფლისა... 
და ყოველთათჳს, რომელნი ითხოვენ
ღმრთისაგან შეწევნასა და შეწყნარებასა, უფლისა...

მღდელმან ლოცვაჲ: უფალო ღმერთო ჩუჱნო, რომლისა სიმტკიცე განუზომელ და დიდებაჲ მიუწდომელ, რომლისა წყალობაჲ აურაცხელ და კაცთმოყუარებაჲ მიუთხრობელ არს, შენ, მეუფეო, მოწყალებისაებრ შენისა მოიხილე ჩუჱნ ზედა და წმიდასა ამას სახლსა ზედა და ყვენ ჩუენ თანა და თანა მლოცველთა ჩუჱნთა თანა მდიდრად წყალობანი შენნი და მოწყალებანი შენნი. შეგუჱწიენ. ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა დედოფლისა ჩუჱნისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამის, წმიდათა ზეცისა ძალთა, ყოველთა წმიდათა თანა მომჴსნებელთა თავნი თჳსნი და ურთიერთარს, ყოველი ცხორებაჲ. 
რამეთუ შუჱნის შენდა ყოველივე დიდებაჲ, პატივი..

მერმე და მერმე მშჳდობაჲ.

მღდელმან ლოცვაჲ: უფალო ღმერთო ჩუჱნო, აცხოვნე ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, სავსებაჲ ეკლესიისა შენისაჲ დაიცევ და წმიდა ყვენ მოყუარენი სახლისა შენისა შუჱნიერებისანი, შენ იგინი ნაცვალად ადიდენ ღმრთეებრითა ძალითა შენითა და ნუ დამიტევებ ჩუჱნ მოსავთა შენდამი. 
შეგუჱწიენ. 
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა დედოფლისა ჩუჱნისა
ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამის, წმიდისა წინამორბედისა
და ნათლისმცემელისა იოვანესითა, ყოველთა წმიდათა თანა მომჴსენებელთა თავნი.. 

რამეთუ შენი არს სიმტკიცე..

მერმე და მერმე.

მღდელმან ლოცვაჲ: ზიართა ამათ და ერთჴმობითთა ლოცვათა
ჩუჱნდა მომნიჭებელო და ორთა და სამთა
შეთქუმულთა სახელითა შენითა თხოვათა აღსრულებისა
აღმთქუმელო, შენ აწცა მონათა შენთა თხოვანი
უმჯობესისა მიმართ სრულ ყვენ აწინდელსა ამას
საუკუნესა მეცნიერებისა ჭეშმარიტებისა შენისასა მომცემელმან, ხოლო
მერმესა ცხორებისა საუკუნოჲსა მომნიჭებელმან ჩუჱნდა.

შეგუჱწიენ. 
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, წმიდათა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა,
ყოველთა წმიდათა თანა მომჴსენებელთა თავნი თჳსნი.

რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ.

უფლისა მიმართ ვილოცოთ. 
მღდელმან ლოცვაჲ:
მეუფეო, უფალო ღმერთო ჩუჱნო, რომელმან დაამტკიცენ ცათა შინა განწყობილებანი და მჴედრობანი ანგელოზთა და მთავარანგელოზთანი
მსახურებად დიდებისა შენისა, ყავ შესლვასა ჩუჱნსა თანა წმიდათა
ანგელოზთა შესლვაჲ, თანამწირველად ჩუჱნდა და თანა
დიდებისმეტყუჱლებად შენისა სახიერებისა. 
რამეთუ შუჱნის შენდა ყოველივე. 
განუყოფელსა, რომელი სუფევს უკუნისამდე.

მღდელმან ლოცვაჲ:
ღმერთო წმიდაო, რომელი წმიდათა შინა განისუჱნებ, რომელი სამ წმიდითა ჴმითა სერაფიმთა მიერ იგალობები და ქეროვიმთა მიერ იდიდების სიტყუაები და ყოველთაგან ზეცისა ძალთა თაყუანის-იცემები, რომელმან არაარსისგან არსად მოიყვანენ ყოველნი, რომელმან დაჰბადე კაცი ხატად და მსგავსად შენდა და ყოვლითავე მადლითა შენითა შეამკვე და მისცემ მვედრებელთა სიბრძნესა და გულისჴმისყოფასა და არა შეურაცხ-ჰყოფ მცოდველთა, არამედ განუწესებ სინანულსა საცხორებელად, რომელმან ღირს მყვენ ჩუჱნ, მდაბალნი და უღირსნი მონანი შენნი, ჟამსაცა ამას დგომად წინაშე დიდებისა წმიდისა საკურთხეველისა შენისა და თანამდებისა თაყუანისცემისა და დიდებისმეტყუჱლებისა შეწირვად შენდა. შენ, მეუფეო, შეიწირე პირთაგანცა ჩუჱნ ცოდვილთაჲსა სამწმიდაჲ გალობაჲ და მომხედენ ჩუჱნ სიტკბოებითა შენითა, მომიტევენ ჩუჱნ ყოველნი ცთომანი ჩუჱნნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, და წმიდა ყვენ ჩუჱნნი სულნი და ჴორცნი და მომეც ჩუჱნ ღირსებით მსახურებაჲ შენი ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუჱნისათა, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და ყოველთა წმიდათა სათნოყოფილთა შენთაჲთა.
რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუჱნო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ. 
აკურთხე, მეუფეო, საყდარი ესე. 
კურთხეულ ხარ, მჯდომარეო საყდართა ზედა დიდებისა სუფევისა შენისათა,
ყოვლადვე, აწ და...

მოხედეთ. მშჳდობაჲ ყოველთა. 

დიაკონმან: გუაკურთხენ, მეუფეო. 

მღდელმან: უფალმან სცნეს სიტყუანი მახარებლისა ძალითა მრავლითა, მეუფემან ძალთა სიყუარულისათამან, მადლითა მისითა, ყოვლადვე, აწ... 
დიაკონმან: მეუფეო ცათაო, ნუგეშინისმცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, წინამძღუარო სიბრძნისაო, მომცემელო ცნობისაო, უგუნურთა
განმსწავლელო და გლახაკთა ჴელისა მპყრობელო,
განამტკიცე და გონიერ ყავ სული ჩემი, მეუფეო, შენ მომეც
სიტყუაჲ, სიტყუაო მამისაო, აჰა ესერა ბაგენი ჩემნი არა დავადუმნე
ჴმობად შენდა, მოწყალეო, მოწყალე მექმენ შევრდომილსა
შენდა. 

მღდელმან ლოცვაჲ: გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუჱნთა,
კაცთმოყუარეო, ღმრთის მეცნიერებისა.. ნათელი მიუწდომელი და გონებისა ჩემისა თუალნი განახუჱნ განცდად სახარებისა შენისა ქადაგებითა და დადევ ჩუჱნ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რაჲთა ყოველივე ჴორციელი გულისთქუმაჲ დავთრგუნოთ და სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდით.

დიაკონმან: ვთქუათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ვთქუათ ყოველთა. უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუჱნთაო, გევედრებით შენ, ისმინე. რომელი მდიდარ ხარ წყალობითა და ქველისმოქმედ მოწყალებითა, გევედრებით. რომელსა არა გნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და
სინანული მისი, გევედრებით. წმიდისა ამის სახლისა ჴსნად ჩუჱნდა და ყოველთა.

შეგჳწყალენ ჩუჱნ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა. გევედრებით. 

მღდელმან ლოცვაჲ: უფალო ღმერთო ჩუჱნო, აღპყრობილი ესე ვედრებაჲ შეიწირე მონათა შენთაგან და შეგჳწყალენ ჩუჱნ სიმრავლისაებრ წყალობათა
შენთაჲსა და მოწყალებანი შენნი გარდამოავლინენ
ჩუჱნ ზედა და ყოველსა ერსა შენსა ზედა მომლოდესა შენ მიერ მდიდრად
წყალობისასა. 

დიაკონმან: მერმეცა კეთილმსახურისა და ღმრთივ
დაცვულისა მეფისა ჩუჱნისა სიმტკიცისა, ძლევისა, დამყარებისა,
მშჳდობისა, სიმართლისა და ცხორებისა მისისათჳს და
რაჲთა უფალი ღმერთი ჩუჱნი უმეტესად შეეწიოს და წარუმართოს
ყოველსა შინა ღმრთისმსახურებასა მისა, დაუმორჩილნეს ყოველნი მტერნი
და მბრძოლნი, ვთქუათ ყოველთა. მერმეცა გევედრებით
სიმართლისათჳს და ცხორებისა და ცოდვათა შენდობისა
მონისა ღმრთისა სახელით, და ყოველთა ძმათა ჩუჱნთათჳს,
ვთქუათ ყოველთა. მღდელმან ორსავე ჯუარი დასწეროს
და თქუას ამაღლებაჲ: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ხარ ღმერთი
და შენდა დიდებასა აღვავლენთ..
ერმან: ამენ.

დიაკონმან: ილოცეთ კათაკუმეველთა, მორწმუნენო, კათაკუმეველთათჳს
ვილოცოთ, რაჲთა უფალმან იგინი შეიწყალნეს.
ასწაოს მათ სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ და გამოუცხადოს მათ სახარებაჲ
სიმართლისაჲ და შეაერთნეს წმიდასა მისა სამოციქულო
ეკლესიასა. აცხოვნენ, შეიწყალენ, დაიცვენ,
ღმერთო, შენითა მადლითა. კათაკუმეველთა თავნი თქუჱნნი
უფალსა მოუდრიკენით. 

მღდელმან ლოცვაჲ პირველ შესაწირავისაჲ:
უფალო, ღმერთო ჩუჱნო, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ ხარ და მდაბალთა ხედავ, რომელმან ცხორებისათჳს ნათესავისა კაცთაჲსა მოავლინე მხოლოდშობილი შენი და ღმერთი და უფალი ჩუჱნი იესუ ქრისტე, მოიხილე მონათა შენთა ზედა კათაკუმეველთა მომდრეკელთა
შენდა ქედთა მათთასა და ღირს ყვენ იგინი ჟამსა კეთილსა საბანელსა მეორედ შობისასა, მიტევებასა ცოდვათასა, სამოსელსა უხრწნელებისასა, შეაერთენ იგინი წმიდასა შენსა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასა და თანაშეჰრაცხენ იგინი რჩეულსა შენსა სამწყსოსა.

ამაღლებაჲ: რაჲთა ესენიცა ჩუჱნ თანა ადიდებდენ ყოვლად პატიოსანსა და დიდშუჱნიერსა სახელსა შენსა მამისასა..

დიაკონმან: რავდენნი კათაკუმეველნი ხართ, განვედით, კათაკუმეველნი განვედით, რავდენნი კათაკუმეველნი [ხართ], განვედით ნუ ვინმე კათაკუმეველთაგანი,
არამედ რავდენნი მორწმუნენი ხართ, მერმე და მერმე მშჳდობით
უფლისა მიმართ ვილოცოთ. 

მღდელმან ლოცვაჲ: გმადლობთ შენ, უფალო ძალთაო, ღირსმყოფელსა ჩუენსა წარდგომად აწცა წმიდასა შენსა საკურთხეველსა და შევრდომად შენთა მოწყალებათა ჩუჱნთა ცოდვათათჳს და ერისა უმეცრებისა. მიითუალე, ღმერთო, ვედრებაჲ ჩუჱნი და მყვენ ჩუჱნ ღირს ყოფად შეწირვად შენდა ვედრებათა და ოხათა და მსხუჱრპლთა უსისხლოთა ყოვლისათჳს ერისა შენისა, და კმა მყვენ ჩუჱნ, რომელნი დამსხენ მსახურებასა ამას შენსა ძალითა სულისა შენისა წმიდისაჲთა, უბრალოდ და დაუბრკოლებელად წმიდითა მოწამებითა სჳნიდისისა ჩუჱნისაჲთა, ხდად შენდა
ყოველსა ჟამსა და ადგილსა, რაჲთა მსმენელი ჩუჱნი მწყალობელ
ჩუჱნდა იყოს სიმრავლითა შენისა სახარებისაჲთა. 

დიაკონმან: შეგუჱწიენ, გუაცხოვნენ.. ამაღლებაჲ: რამეთუ შუჱნის შენდა ყოველი დიდებაჲ, პატივი.. 

დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით, უფლის..  
ზეგარდამო. წმიდისა ამის.
ჴსნად ჩუჱნდა და ყოველთათჳს, რომელნი... 

მღდელმან ლოცვაჲ: კუალად და მრავალგზის შენ შეგივრდებით და შენ გევედრებით,
სახიერო და კაცთმოყუარეო, რაჲთა მოხედვითა ვედრებასა
ჩუენსა განსწმიდნე ჩუჱნნი სულნი და ჴორცნი და ყოვლისაგან შეგინებისა
ჴორცთა და სულისა, და მომეც ჩუჱნ უბრალოდ
და დაუსჯელად წარდგომაჲ წმიდასა შენსა საკურთხეველსა. მოჰმადლე,
ღმერთო, შენთა მლოცველთაცა წარმართებაჲ ცხორებისა
და სარწმუნოებისაჲ და გულისჴმისყოფისა სულიერისაჲ.
მოეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მსახურებათა შენთა
უბრალოდ და დაუსჯელად მოღებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა
და ზეცისა სასუფეველსა ღირს ყოფად. 

დიაკონმან: შეგუჱწიენ, სიბრძნით. ამაღლებაჲ: რაჲთა ძლიერებითა შენითა
დაცვულნი შენდა...

და იწყონ, რომელნი ქერობინთა... 

მღდელმან ლოცვაჲ მოდრეკით: არავინ არს ღირს თანაშეკრული ჴორციელთა გულისთქუმათა და გემოთაჲ წარდგომად ანუ მიახლებად
გინა მსახურებად შენდა, მეუფეო დიდებისაო; რამეთუ მსახურებაჲ შენი დიდ არს და საშინელ თჳთ მათ ზეცისა ძალთადაცა. არამედ, რამეთუ გამოუთქუმელისათჳს და აურაცხელისა კაცთმოყუარებისა უქცეველად და უცვალებელად კაც იქმენ და მღდელთ მთავრად ჩუჱნდა გამოსჩნდი და მსახურებრივითა ამის და უსისხლოჲსა მსხუერპლისა მღდელთ მოქმედებაჲ მოგუანიჭე ჩუჱნ, ვითარცა მეუფემან ყოველთამან, რამეთუ შენ მხოლოჲ, უფალო ღმერთო ჩუჱნო, ჰმეუფებ ცათა შინა, ქუეყანასა ზედა, საყდართა ზედა ქეროვიმთა მჯდომარე, სერაფიმთა უფალი და მეუფე ისრაჱლისაჲ, მხოლოო წმიდაო, და წმიდათა შინა განსუჱნებულო, შენ უკუჱ გევედრებით მხოლოსა სახიერსა და კეთილმსმენელსა, მოიხილე ჩემ ზედა, ცოდვილსა და უჴმარსა მონასა შენსა, და განსწმიდე სული ჩემი და გული ცნობისაგან ბოროტთაჲსა და ღირს მიჩინე
მე მადლითა სულისა შენისა წმიდისაჲთა, შემოსილი მღდელობისა
მადლითა წარდგომად წმიდისა ამის ტრაპეზისა შენისა და მღდელმოქმედებად წმიდისა და უხრწნელისა ჴორცისა შენისა და სისხლისა, რამეთუ შენდა მოვივლტი მომდრეკელი ქედისა ჩემისაჲ და გევედრები, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, ნუცა განმყოფ მე მონათა შენთაგან, არამედ ჯერ-იჩინენ შეწირვად შენდა ჩემ ცოდვილისა და უღირსისა მონისა შენისა მიერ მსხუჱრპლნი ესე, რამეთუ შენ ხარ შემწირველი და შეწირული და შემწყნარებელი და განუყოფელი,
ქრისტე ღმერთო ჩუჱნო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ თანადაუსაბამოჲთ მამით შენით და ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ..


და იწყოს მღდელმან: მიწყალე და შემდგომად ლოცვაჲ:
მეუფეო ცათაო, სიბრძნისა წინამძღუარო და მეცნიერებისა
წინამომნიჭებელო, უგულისჴმოთა მასწავლელო
და გლახაკთა ჴელისა მპყრობელო, განამტკიცე და
გულისჴმიერ ყავ გული ჩემი, მეუფეო. შენ მომეც სიტყუაჲ, სიტყუაო
მამისაო, რამეთუ აჰა ბაგენი ჩემნი არა დავადუმენ ჴმობად
შენდამი, მეუფეო, მოწყალე მექმენ შევრდომილსა შენდა.


მღდელმან დაიბანნეს ჴელნი.. და იტყოდის ლოცვასა:
უფალო, ღმერთო ჩემო, გარდამომივლინე მე ძალი მაღლით
და განმაძლიერე მსახურებასა ამას შენსა დაუსჯელად
წარდგომად წმიდასა და საშინელსა და შესაძრწუნებელსა
საკურთხეველსა შენსა და შეწირვად შენდა უსისხლოჲ
იგი მსხუჱრპლი, რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ. მამისა...

მღდელმან თაყუანი-სცეს წმიდასა ტრაპეზსა და თქუას: განადიდეთ უფალი
ჩემ თანა და აღვამაღლო სახელი მისი ზოგად. 

მათ მიუგონ:
სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდენ
შენ. მომიჴსენე ჩუჱნცა, მეუფეო.  

მღდელმან თქუას: მოგიჴსენნეს თქუჱნცა
უფალმან ღმერთმან სასუფეველსა მისსა ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნისამდე.

და თაყუანი-სცეს ტრაპეზსა ერთგზის. 

დიაკონმან: აღუსრულოთ ვედრებაჲ ჩუჱნი უფალსა. წინადაგებულთა ამათთჳს და განწმედილთა უფალსა ღმერთსა ჩუჱნსა ვევედრნეთ. წმიდისა ამის სახლისა.  ჴსნად ჩუჱნდა და ყოველთათჳს, რომელნი... 

მღდელმან ლოცვაჲ:
უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო, მხოლოო წმიდაო, რომელი შეიწირავ მსხუჱრპლსა ქებისასა, რომელნი გხადიან შენ ყოვლითა გულითა, მიითუალე ჩუჱნიცა, ცოდვილთა, ვედრებაჲ და შეწირე წმიდასა შენსა
საკურთხეველსა და კმა მყვენ ჩუჱნ შეწირვად შენდა ძღუჱნთა
და მსხუჱრპლთა სულიერთა ჩუჱნთა ცოდვათათჳს და ერისა უმეცრებისათჳს და ღირს მყვენ ჩუჱნ პოვნად მადლსა
წინაშე შენსა კეთილ მითუალულ ყოფად შენდა მსხუჱრპლი
ჩუჱნი და დამკჳდრებად სულსა მადლისა შენისასა სახიერსა ჩუჱნ
ზედა და წინა მდებარეთა ძღუჱნთა ზედა და ყოველსა ზედა ერსა
შენსა. 

დიაკონმან: შეგუჱწიენ.  დღე ყოველი სრულიად სიწმიდით, მშჳდობით და უცოდველად უფლისა მიმართ. ანგელოზი მშჳდობისაჲ, სარწმუნოჲ წინამძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუჱნთაჲ, უფლისა მიმართ. შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათაჲ და უსჯულოებათა ჩუჱნთაჲ.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუჱნთანი და მშჳდობაჲ სოფლისაჲ,
უფლისა მიმართ ვითხოოთ. შემდგომი ჟამი ცხორებისა ჩუჱნისაჲ
მშჳდობით და ღირსებით, უფლისა... ქრისტეანობითნი აღსასრულნი
ცხორებისა ჩუჱნისანი უჭირველნი და ურცხჳნელნი და კეთილი სიტყჳსგებაჲ წინაშე საშინელსა საყდარსა ქრისტესსა ვით[ხოოთ].
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა უფროჲსად კურთხეულისა დედოფლისა
ჩუჱნისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამის, წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუჱნისა იოვანე ოქროპირისა, ყოველთა
წმიდათა თანა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს,
ყოველი ცხორებაჲ ჩუჱნი ქრისტესა, ღმერთსა ჩუჱნსა, შევჰვედროთ.  

ამაღლებაჲ: მოწყალებათათჳს მხოლოდშობილისა ძისა შენისათა,
რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით.

დიაკონმან: კარნი.
ერმან: გურწამსი. 
დიაკონმან: ვდგეთ კეთილად, ვდგეთ შიშით, მოხედეთ წმიდასა ამას შესაწირავსა, მშჳდობით შეწირულსა. ერმან: წყალობაჲ, მშჳდობაჲ. მღდელმან: მადლი უფლისა ჩუჱნისა იესუ ქრისტესი, სიყუარული ღმრთისა მამისაჲ და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ იყავნ თქუჱნ ყოველთა თანა.  

ერმან: სულისაცა შენისა თანა. 

მღდელმან: ზე გუაქუნდენ გულნი. 

ერმან: გუაქუს უფლისა მიმართ. 

მღდელმან: ჰმადლობდეთ უფალსა. 

ერმან: ღირს არს და მართალ.  

მღდელმან ლოცვაჲ: ღირს არს და მართალ შენდა ქებად, შენდა კურთხევად, შენდა გალობად, შენდა მადლობად ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისასა. შენ ხარ ღმერთი გამოუთარგმანებელი, უხილავი, მიუწდომელი, მარადის ხარ, ვითარცა-იგი ხარ შენ და მხოლოდშობილი ძე შენი და სული წმიდაჲ შენი. შენ არაარსისგან ყოფად მომიყვანენ ჩუჱნ და დაცემულნი კუალად აღმადგინენ ჩუჱნ და არა განეყენე ყოვლისა ქმნად, ვიდრემდის ზეცად აღმიყვანენ ჩუჱნ და მოგუმადლე ჩუჱნ სასუფეველი მერმისაჲ. ამათ ყოველთათჳს გმადლობთ შენ და მხოლოდშობილსა
ძესა შენსა და სულსა შენსა წმიდასა, ყოველთათჳს,
რომელ უწყნით და რომელ არა უწყნით საჩინოთა
და უჩინოთა ქველისმოქმედებათა ჩუჱნდა მომართ ქმნილთა.
გმადლობთ შენ შესაწირავისაცა ამისთჳს, რომლისაჲ
ჴელთაგან ჩუჱნთა შეწირვაჲ ღირს იჩინე, დაღათუ შენ
გარე მოგადგან ათასეულნი მთავარანგელოზნი და ბევრეულნი
ანგელოზთანი ქეროვიმნი და სერაფიმნი ექუს-ექუს
ფრთენი, მრავალთუალნი, აღპყრობილნი
ფრთეებითა.  ამაღლებაჲ: ძლევისა გალობისა მგალობელნი,
მჴმობელნი, მღაღადებელნი და მეტყუჱლნი. 

ერმან: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს.

მღდელმან ლოცვაჲ: შემდგომად ამათ სანატრელთა ძალთა ჩუჱნცა, მეუფეო
კაცთმოყუარეო, ვჴმობთ და ვიტყჳთ: წმიდა ხარ და ყოვლად წმიდა და
დიდად შუჱნიერ დიდებაჲ შენი, რომელმან სოფელი შენი ესრე შეიყუარე,
ვიდრე მიცემადმდეცა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, რაჲთა ყოველსა
რომელსა ჰრწმენეს მისა მიმართ, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს
ცხორებაჲ საუკუნოჲ, რომელი-იგი მოვიდა რაჲ და ყოველი ჩუჱნთჳს
განგებულებაჲ სრულ ყო, ღამესა, რომელსა მიეცემოდა, უფროჲსღა
მისცემდა თავსა თჳსსა ცხორებისათჳს სოფლისა,

მიიღო პური წმიდათა ზედა და უხრწნელთა, უბიწოთა
ჴელთა, გმადლობდა და აკურთხა, წმიდა ყო და განტეხა და
მისცა წმიდათა მისთა მოწაფეთა და მოციქულთა, მეტყუჱლმან...  

ამაღლებაჲ:
 მიიღეთ და ჭამეთ. ესე არს ჴორცი ჩემი თქუჱნთჳს განტეხილი
 მისატევებელად ცოდვათა.  

მღდელმან ლოცვაჲ: ეგრეთვე
სასუმელ შემდგომად სერობისა მეტყუჱლმან: სუთ ამისგანი ყოველთა,
ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, თქუჱნთჳს მრავალთათჳს
დათხეული მისატევებელად ცოდვათა.


მღდელმან ლოცვაჲ: მომჴსენებელნი უკუჱ საცხორებელისა
ამის მცნებისანი და ყოველთა ჩუჱნთვის ქმნილთა: ჯუარისა
დაფლვისა, სამ დღე აღდგომისა, ზეცად აღსლვისა, მარჯუენით
ჯდომისა და მეორისა და დიდებულისა კუალად მოსლვისანი. 

ამაღლებაჲ:
შენთანი, შენდა შემწირველნი ყოვლისათჳს და ყოველთა.  ერმან: შენ გიგალობთ,
შენ გაკურთხევთ. 


მღდელმან ლოცვაჲ: მერმეცა შევსწირავთ შენდა
სიტყჳერსა ამას და უსისხლოსა მსხუჱრპლსა და გხადით
და გევედრებით: გარდამომივლინე სული შენი წმიდაჲ ჩუჱნ
ზედა და წინამდებარეთა ამათ ძღუჱნთა ზედა. 

და ფეშხუჱმსა ჯუარი დასწეროს და თქუას საიდუმლოდ: და ყავ
პური ესე უკუჱ ჴორც პატიოსან ქრისტე შენისა. 
დიაკონმან: ამენ.  
ბარძიმსა დასწეროს და თქუას: ხოლო სასუმელსა შინაჲ ესე - სისხლ
პატიოსან ქრისტე შენისა. 
ორსავე დასწეროს და თქუას: შეცვალე სულითა შენითა წმიდითა. ამინ.

მღდელმან ლოცვაჲ: რაჲთა ექმნეს მიმღებელთა განსაფრთხობელად სულისა, მისატევებელად ცოდვათა, ზიარებად წმიდისა სულისა შენისა სასუფეველისა ცათაჲსა აღვსებად, ნუ სასჯელად გინა დასასჯელად.
მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყჳერსა ამას მსხ[უჱრპლსა]
სარწმუნოებით განსუჱნებულთათჳს პირველთა მამათა, მამათმთავართა,
წინაწარმეტყუჱლთა, მოციქულთა, ქადაგთა, მახარებელთა, მოწამეთა,
აღმსარებელთა, მმარხველთა და ყოვლისა სულისა სარწმუნოებით აღსრულებულისა. 

ამაღლებაჲ: უმეტესად ყოვლად წმიდისა,
უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა დედოფლისა ჩუჱნისა
ღმრთისმშობელისა მარადის ქალწულისა მარიამის. 

მოდრეკით:
წმიდისა იოვანე წინაწარმეტყუჱლისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა,
წმიდათა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდისა სახელი[სა],
რომლისაცა ჴსენებასა აღვასრულებთ და წმიდათა შენთათჳს,
რომელთა ვედრებითა მომხედენ ჩუჱნ, ღმერთო. მოიჴსენენ
ყოველნი დაძინებულნი სასოებითა აღდგომისაჲთა და ცხორებისა
საუკუნოჲსათა და განუსუჱნე მათ, სადა-იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა. 
მერმეცა გევედრებით შენ, მოიჴსენე, უფალო,
ყოვლისა ერისაჲ, ყოველთა ებისკოპოსთაჲ მართლმადიდებლობით
მართლმკუჱთელთაჲ სიტყჳსა შენისა ჭეშმარიტებისასა ყოვლისა
მღდელობისაჲ. ქრისტეს მიერ დიაკონობისაჲ და ყოვლისა სამღდელოჲსა დას[ისაჲ].

მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყჳერსა ამას მსახურებასა
 სოფლისათჳს, წმიდისა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიისათჳს,
უბრალოდ და ღირსებით მოქალაქობის
 მქონებელთათჳს; მორწმუნეთა და ქრისტეს მოყუარეთა მეფეთა
 ჩუჱნთა, ყოვლისა პალატისა და მჴედართყრმებისა
 მათისათჳს. მიეც მათ, უფალო, მშჳდობით მეფობაჲ, რაჲთა ჩუჱნცა მყუდროებასა შინა მათსა დაწყნარებული ცხორებაჲ გუაქუნდეს
 ყოვლითა ღმრთისმსახურებითა და პატიოსნებითა. ამაღლებაჲ: პირველად
მოიჴსენე, უფალო, მთავარებისკოპოზი ჩუჱნი, რომელი მოჰმადლე
წმიდათა შენთა ეკლესიათა მშჳდობით, ცოცხლებით,
პატიოსნად, სიმრთელით, დღეგრძელებით, მართლმკუეთელობით სიტყჳსა
 შენისა ჭეშმარიტებისასა. მოიჴსენე, უფალო, სიმრავლითა წყალობითა
 შენთაჲთა ჩუჱნისა უღირსებისაჲ, შემინდევ მე ყოველი ბრალი
 ჩემი ნებსითი და უნებლიეთი და ნუ ჩემთა ცოდვათათჳს
 დააყენებ მადლსა წმიდისა სულისა შენისა წინამდებარეთა
 ძღუჱნთაგან. მოიჴსენე, უფალო, ქალაქისა,
 რომელსა შინა ვსხემობთ და ყოველთა ქალაქთა და სოფელთა
და სარწმუნოებით დამკჳდრებულთაჲ მათ შინა. მოიჴსენე,
უფალო, მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა,
 ტყუჱთა და ცხორებისა მათისაჲ.  მოიჴსენე, უფალო, ნაყოფის
მომრთუმელნი და კეთილის მყოფელნი წმიდათა
 შენთა ეკლესიათანი და მომჴსენებელნი გლახაკთანი
 და ჩუჱნ ყოველთა ზედა მოწყალებანი შენნი გარდამოავლინენ.

ამაღლებაჲ: და მომეც ჩუჱნ, უფალო, ერთითა პირითა და ერთითა
 გულითა დიდებად და გალობად ყოვლად პატიოსანსა და დიდად შუჱნიერსა
 სახელსა შენსა მამისა და ძისა.  და იყვნენ წყალობანი დიდისა
 ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუჱნისა იესუ ქრისტესნი თქუჱნ ყოველთა თანა
და სულისაცა შენისა თანა.

 დიაკონმან: ყოველთა წმიდათა მამათა მომჴსენებელთა
მერმეცა და მარადის მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

შეწირულთა ამათთჳს და განწმედილთა პატიოსანთა ძღუჱნთაჲსა
უფალსა, ღმერთსა ჩუჱნსა, ვევედრნეთ.  რაჲთა კაცთმოყუარემან
 ღმერთმან, შემწირველმან ამათმან წმიდასა და ზესთა ცათასა და საცნაურსა
 საკურთხეველსა მისსა, შეიწირნე სულად სულნელებისად
ნაცვალად გარდამოგჳვლინოს
ჩუჱნ მადლი სულისა წმიდისა მისისაჲ, უფლისა ჴსნად ჩუჱნდა ყოვლისაგან. და ყოველთათჳს, რომელნი ღმრთისა შეწევნასა...
 
მღდელმან ლოცვაჲ:
შენ შეგვედრებთ ყოველსა ცხორებასა და სასოებასა ჩუჱნსა, მეუფეო
კაცთმოყუარეო, და გხადით შენ და გევედრებით და შეგივრდებით,
ღირს მყვენ ჩუჱნ მოღებად წმიდათა შენთა ზეცისა
საიდუმლოთა წმიდისა ამის და სულიერისა ტრაპეზისათა
 წმიდითა სჳნიდისითა, მოსატევებელად ცოდვათა და შესანდობელად
 ბრალთა, სულისა წმიდისა ზიარებად, სასუფეველისა
 ცათაჲსა დამკჳდრებად, ნუ სასჯელად, გინა დასასჯელად. 

დიაკონმან:
 დღე ყოველი.  ანგელოზი. კეთილნი.  ქრისტეანობითნი.  ერთობასა სარწმუნოებისასა
და ზიარებასა სულისა წმიდისასა მთხოველთა.


ამაღლებაჲ: და ღირს მყვენ ჩუჱნ, მეუფეო, კადნიერებით დაუსჯელად
კადრებად და ხდად შენდა ზეცათა ღმრთისა, მამისა მოწყალისა
და თქუმად.  

ერმან: მამაო ჩუჱნოჲ. 

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ.

მშჳდობაჲ ყოველთა.  

დიაკონმან: თავნი ჩუჱნნი უფალსა. 

ერმან: უფალო.  

მღდელმან ლოცვაჲ:
 გმადლობთ შენ, მეუფეო უხილაო, რომელმან უზომოჲთა ძალითა
 შენითა ყოველნი დაჰბადენ და სიმრავლითა წყალობისა შენისაჲთა
 არარაჲსაგან ყოფად მომიყვანენ ჩუჱნ ყოველნი. შენ, მეუფეო, ზეცით მოიხილე
 მათ ზედა, რომელთა მოუდრეკიან შენდა თავნი მათნი,
 რამეთუ არა ჴორცთა და სისხლთა მოუდრიკნეს, არამედ შენ საშინელსა
 ღმერთსა, შენ უკუჱ, მეუფეო, ჩუჱნ ყოველთა წინამდებარენი კეთილად
განაწესენ თჳთეულისა საჴმრებისაებრ მენავეთა
თანა მენავეობად და მოგზაურობად, სნეულნი განკურნენ,
 მკურნალო სულთა და ჴორცთაო. 

ამაღლებაჲ:
 მადლითა და წყალობითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა
 ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ ყოვლად წმიდით, სახიერით და...

 მოიხილე ჩუჱნ ზედა, უფალო ღმერთო ჩუჱნო, წმიდით სამკჳდრებელით, საყდრით
დიდებისა და სუფევისა შენისაჲთ და მოვედ წმიდა ყოფად
 ჩუჱნდა, რომელი ზე მამისა თანა მჯდომარე ხარ და აქა ჩუჱნ თანაცა უხილავად ჰმყოფობ და ღირს მყვენ მტკიცითა ჴელითა
 შენითა მოცემად ჩუჱნდა უხრწნელი ჴორცი შენი და პატიოსანი სისხლი
 და ჩუჱნ მიერ ყოველსა ერსა შენსა.

დიაკონმან: მოხედეთ.  

მღდელმან: წმიდანი
 წმიდათა.  და სრულ ყონ რაჲ ზიარებაჲ, 

დიაკონმან: სარწმუნოებით მოვიდოდეთ.
ერმან: წინაშე შენსა, უფალო.

მღდელმან განუტეოს: კურთხევაჲ.  

მღდელმან: ამაღლდი
 ცათა შინა, ღმერთო. 

ერმან: ამენ. აღივსენ პირი ჩემი.

დიაკონმან: აღემართენით
მიმღებელნი საღმრთოთა, უხრწნელთა, ზეცისა საიდუმლოთანი
ვჰმადლობდეთ უფალსა.  შეგუჱწიენ.  დღე ყოველი სრულიად.

მღდელმან ლოცვაჲ: გმადლობთ შენ, უფალო, კაცთმოყუარეო, კეთილისმყოფელო
 სულთა ჩუჱნთაო, რამეთუ ამასცა დღესა ღირს მყვენ
 ჩუჱნ ზეცისა შენსა უკუდავსა საიდუმლოსა. წარჰმართენ
 გზანი ჩუჱნნი, გუაცხოვნენ ჩუჱნ ყოველნი შიშსა შინა შენსა, შეზღუდე
ცხორებაჲ ჩუჱნი ლოცვითა და მეოხებითა დედოფლისა ჩუჱნისა,
 ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისითა და ყოველთა
 წმიდათა შენთაჲთა, რამეთუ შენ ხარ განმწმედელი ჩუჱნი, ქრისტე ღმერთო ჩუჱნო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა.
 
დიაკონმან: მშჳდობით წარვიდეთ უფლისა მიმართ.  

მღდელმან ლოცვაჲ:
 რომელი აკურთხევ მაკურთხეველთა შენთა, უფალო, და წმიდა ჰყოფ
შენდა მომართ მოსავთ, აცხოვნე ერი შენი და სავსებაჲ ეკლესიისა შენისაჲ დაიცევ და წმიდა ყვენ მოყუარენი სახლისა შენისა შუჱნიერებისანი, შენ იგინი ნაცვალად
 ადიდენ ღმრთეებრივითა ძალითა შენითა და ნუ დამაგდებ
ჩუჱნ, ღმერთო, მოსავთა შენდამი; მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე ეკლესიათა,
 მღდელთა, მეფეთა ჩუჱნთა, მჴედართა და ყოველსა
 ერსა შენსა, რამეთუ შენ მიერ არს ყოველი მოცემაჲ კეთილი და ყოველი
 ნიჭი სრული ზეგარდამო არს შთამომავალი შენ მიერ მამისაგან
 ნათელთაჲსა და შენდა დიდებასა და მადლობასა აღვავლენ.  იყავნ
 სახელი უფლისაჲ. 

მღდელმან: აღვსებაჲ სჯულისაჲ და წინაწარმეტყუჱლთაჲ შენ ხარ, ქრისტე ღმერთო ჩუჱნო, რომელმან აღავსე ყოველი განგებაჲ მამობრივი, აღავსენ სიხარულითა და მხიარულებითა გულნი ჩუჱნნი. 

ერმან: გაკურთხო უფალი. 

მღდელმან ლოცვაჲ: ძალითი ძალად მოსრულნი ჩუჱნ ცოდვილნი და უღირსნი მონანი შენნი უგალობთ მეუფებასა შენსა, ქრისტე ღმერთო ჩუჱნო; აღვასრულეთ საღმრთოჲ მსახურებაჲ და საიდუმლოჲ. და მოსრულნი მეორესა ამას
 ტრაპეზსა შენსა, შენდა დიდებასა, მადლობასა და თაყუანისცემასა
შევსწირავთ თანა დაუსაბამოჲთ მამით და ყოვლად წმიდით
 სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ,
 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.





გადმოტანილია პერგამენტიდან.. 

პირველწყარო ინტერნეტში: https://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/chryslit/chrys.htm
საღმრთო-ლიტურგიალიტურგიაწირვაიოანე-ოქროპირის-ლიტურგიამამაოების-საყურადღებოდ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი