უცნობის ფიქრთა ბაასი
რთულია როცა არ გიცნობს არვინ, ზოგს ცნობა მხოლოდ სახე ჰგონია, მაგრამ ბევრი კი ვერ ხვდება იმას, იმ სახის უკან თუ რა ომია. რთულია როცა არ გიცნობს არვინ ან გიცნობს გლახად და არასწორად, კეთილი კაცის კეთილი გული რამდენ უგუნურს უპია ორად. სიტყვა ძალაა,სიტყვა ხმალია ხან კი ,ფარული გესლია სიტყვა, ბევრი არასწორ ბილიკს დაადგა ვინც კი მაქებრის ნათქვამსა მიჰყვა. და მაინც ისევ ,რა არის ყოფა? თუ არა მწვავე ჭიდლი გრძობის?! ბევრი დაცემა და ბევრი ცრემლი ბოლოს და ბოლოს ტკივილი შრობის. ხსნა კი ვისშია, ან კი რაშია ან კი არსებობს გამოსავალი?! დიახ არსებობს ამოიგმინავს ხოლმე უცნობი დიახ ღმერთია ყოველივეს ამოსავალი რთულია როცა არ გიცნობს არვინ, ზოგს ცნობა მხოლოდ სახე ჰგონია, მაგრამ ბევრი კი ვერ ხვდება იმას , იმ სახის უკან თუ რა ომია..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
შესანიშნავი ლექსია, თავისი სიღრმისეული მნიშვნელობით.