ჰე, ძრწოლავ, სიღარიბევ...
ჰე, ძრწოლავ, სიღარიბევ, დათმობავ ყოვლის, მუდმივად უკან მომყვებით , (ჩემი ძველი სასტიკი მტრები.) რადგან სიცოცხლეც სხვა რაღაა, თუ არა, მტრებთან მძაფრი ჭიდილი? თუ არა ბრძოლა უკანასკნელ სისხლის წვეთამდე, მარადიული და მძაფრი ომი. ჰა, ჩვრად ქცეულო მეგობრობავ, გაბზარულო გულო, შეგინებულო ვაჟკაცობავ, (ვნებათ მთოკველო), ყველაზე დიდი სატკივარი ამ გულით დამაქვს. თავკერძოებავ, სადმე ჩრდილში უნდა გიხელთო და სამუდამოდ დავამთავრო შენთან ლაყბობა, რადგან ყველაზე დიდი, ფუჭი მესიტყვე თავად მე ვიყავ.) დღეს გულში მრჩება სევდის ყველა თითო ნაწვეთი, აუხდენელი ოცნებები და ამ სხეულზე დარჩენილი მძაფრი ჭრილობა. ნუღარ იფიქრებ მტანჯველო ბედო, და ყველა თქვენ ერთად ჩამოთვლილნო, რომ აღზევდით და სამუდამოდ დამიმონეთ. გადმოგედებათ წამლეკავი მძაფრი სტიქია-ეს ჩემი არსი, მიმოგაქცევთ, შეგიწოვთ და სამუდამოდ დაგიმორჩილებთ. მისი ყიჟინა ყურთასმენას ძალუმად წვდება, გაუტეხელი ის, მძლეთამძლე მოემართება გამარჯვებების აღსანიშნავად. (ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი