დღეს ავივსე...


დღეს ავივსე სიცოცხლით,
ყველასთვის ხილული და საგრძნობი,
ორმოცს მიღწეული მამაკაცი, ოთხმოცდამესამე წელს
შტატების დაარსებიდან.

შენ ასი წლის შემდეგ- ჩემი ათვლით,
ამ ასწლეულის რომელიმე რიცხვის მერე,
შენ ჯერ კიდევ დაუბადებელს,
ამ ქვეყანაზე გიგზავნი პწკარებს,

რომელნიც კარგა ხანია დაგეძებენ.
როცა ჩემს ნაწერს გაეცნობი,
აქამდე თუ ვჩანდი, უცებ უხილავი გავხდები
ხელით უკვე მე შენ შეგიგრძნობ.

და ყველაფრიდან გადმოვალ.
მე ამ დროს ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა
რომ გვერდით მყავდე
შენი მეგობარი ვიყო.

თუმცა ნურც იმას იფიქრებ ბოლომდე,
რომ ახლაც შენს გვერდით არ ვდგავარ.

(ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი