ანგელოზი


წუხელ ვიხილე,დედოფალი ვიყავი თურმე.
ვერ გავარკვიე სიზმარი თუ ჩვენება მრუმე.
რომ თავს დამადგა ანგელოსი ,მე მქონდა რიდი,
ის კი საოცრად წყნარი იყო და ძალზე მშვიდი.

მე კი ვტიროდი,ვიღვრებოდი მწარე ცრემლებით,
მან კი მომხოცა,გადამისვა გრძნობით ხელები
მაინც ვაებას ვაგრძელებდი დღისით და ღამით,
ვერც საიდუმლო გავანდე და მე შევცდი ამით.

ეს უნდობლობა რომ გაიგო, უცებ გამშორდა,
გადაიფრინა მთა–გორები,ჩემი ბავშვობა.
მეწამულ ვარდად გაიშალა შიში ძალიან,
ძრწოლის ფარ–შუბი რომ ავისხი ჩემი ბრალია.

ხოლო ერთ დილას ის დაბრუნდა ჩემთან ისევე,
გადაელახა,დაბრკოლება, ბევრი სიძნელე.
მაგრამ ამაოდ ,ყველაფერი იყო აღარა.
ჩემს სიყმაწვილეს მორეოდა უკვე ჭაღარა.

(ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი