0 523

დამჭკნარი ვარდი


განიძარცვები
უთუოდ ვარდო.
აგაცოცდება
ბნელეთის მატლი.

ჟამი დადგება
ესეც იცოდე.
სიკვდილი მოვა,
ვითარცა სატრფო

გაიპარება
შენი სიცოცხლე.

(ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ)
კომენტარები (0)