ვიხილე სრულად...


ვიხილე სრულად ოქროს ტაძარი,
ვერავის შესვლა ვერ გაებედა.
გარეთ ისმოდა გლოვა საზარი,
ცადაღვლენილი ლოცვა–ვედრება.

და მე ვიხილე უხსენებელი,
...ვით აიმართა თეთრ სვეტებს შორის.
ძირს ჩამოყარა ოქროს ჭურჭელი,
ტანი იატაკს დააყრდნო ბროლის.

სიგრძივ–სიმაღლით წამოიზიდა,
მოელვარე და მიმოხატული.
და უნას მზერას იქაც ისვრიდა,
საკურთხეველზე წამომართული.

მერე პირიდან ანთხია შხამი,
გადააშხეფა პურსა და ღვინოს.
მე საღორეში მივბრუნდი ღამით,
ახია ჩემზე ღორთან მეძინოს!


(ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი