პაექრობა
მისი ღრიალი შიგნიდან ავობს ხანძრით გაჟღენთილ ჰაერში. დამძიმებულან მშიერი ღრუბლები. ერთდროს მშვიდი და უსაფრთხო ბილიკით, მართალი კაცი მიუყვება თავის გზას სასრულს. სადაც ამ დაბლობს უკვე ქვია სიკვდილის არე, ყვავილები აქ ეკვრიან მიწას,აქვე იზრდება მათი ეკლებიც. და დაფრინავენ მოზუზუნე მუშა ფუტკრები. ყველაგან ხიფათი და საშიში ბილიკი უხვევს, აქ მდინარეა, და აქვეა ეს გაზაფხული , ყოველ ფრიალო კლდესთან ახლოს არის საფლავი და ფოსფორულად ანათებენ მოთეთრო ძვლები. წითელი თიხა თითქოს მოძრაობს, ბოროტმოქმედი როცა ტოვებს თავის ნაკვალევს, და მშვიდად მიდის ,ბილიკებით მიილანდება . მართალი კაცი უნაყოფო ქვეყნებში ცხოვრობს. ახლა გველივით მოღალატე აქ დაცოცავს მოზომილი თვინიერებით. ჭეშმარიტება კვლავ სადღაც, რჩება უდაბურ ველებს, სადაც ლომები ხეტიალობენ. მისი ღრიალი შიგნიდან ავობს ხანძრით გაჟღენთილ ჰაერში, დამძიმებულან მშიერი ღრუბლები. (ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი